სოფელში ოთხი ოჯახია
მეგობრული სოფელი
იეზიდურ სოფელ ტლიკში შეუმჩნევლად შესვლა წარმოუდგენელია: სოფლის მკვიდრნი მაშინვე თავის იყრიან, რომ უცნობის ვინაობა და სოფელში მისი ჩამოსვლის მიზეზი დაადგინონ. ერთად შესაკრებად ტლიკის მაცხოვრებლებს ბევრი დრო არ სჭირდებათ – მთელ სოფელში სულ ოთხი ოჯახია.
ტლიკის მამასახლისი ემიგრაციაში წავიდა
საზღვრისპირა ტლიკში სულ 22 ამომრჩეველია, უხუცესთა საბჭოს 5 წევრი და სოფლის ახალი მამასახლისი. ყოფილი მამასახლისი სოფლიდან გადასახლებული ადამიანების ნაკადს შეუერთდა, და თემში რიგგარეშე არჩევნების ჩატრება გახდა საჭირო. ორი კანდიდატიდან თექვსმეტი ხმით აირჩიეს სლავიკ სალოიანი.
სოფლის ადმინისტრაციის კარი მუდამ დაკეტილია, მაგრამ მამასახლისის პოვნა ძნელი არ არის – ის ყოველთვის სადმე ახლო-მახლოსაა.
სულ ყველა რომ გადასახლდეს, სურიკი მაინც ტლიკში დარჩება
74 წლის სურიკ ხაჩატრიანი – სოფლის ერთ-ერთი ძველისძველი მაცხოვრებელია. ის ძველი დროის ტლიკს იხსენებს, როდესაც აქ 110 ოჯახი ცხოვრობდა. ადამიანები მიწათმოქმედებას ეწეოდნენ და მესაქონლეობას მისდევდნენ. არც წყლის პრობლემა იყო; თითოეულ ოჯახს ას-ასი სული საქონელი ჰყავდა – მსხვილფეხა და წვრილფეხა.
სურიკის თქმით, სოფლისგან აღარაფერი დარჩა. ახლა წყალიც აღარ აქვთ – არც დასალევი და არც სარწყავი; არ აქვთ ბუნებრივი აირი და მაღაზიაც კი. სწორედ ამიტომ ტოვებენ ტლიკელები ერთმანეთის მიყოლებით სოფელს. უმეტესობა საზღვარგარეთ გაემგზავრა, დანარჩენები კი სომხეთის სახვადასხვა რაიონში გადასახლდნენ. სურიკის თქმით, დღეს სოფელში სახლის გაყიდვა შეუძლებელია.
გამგზავრებამდე ადამიანები კარ-ფანჯარას რაზავენ და გასაღებს დარჩენილებს უტოვებენ. სოფელში უამრავი ცარიელი სახლია. ამ სახლებში დროებით მეზობელი სოფლის მესაქონლეები ბინავდებიან – საქონლის სამწყემსურში გაყვანის პერიოდში. წელს ტლიკში 11 ასეთი ოჯახი ჩასახლდა, მაგრამ ზამთრისთვის უკვე შინ ბრუნდებიან.
არგაცოტის ოლქის სოფელი ტლიკი – იმ მცირერიცხოვან დასახლებულ პუნქტებს შორის არის, სადაც ყოველთვის მხოლოდ იეზიდები ცხოვრობდნენ თავიანთ სულიერ წინამძღვრებთან ერთად, რომლებიც ეროვნული ტრადიციების შენარჩუნებაზე ზრუნავდნენ. სოფელში ძირითადად მესაქონლეობას მისდევდნენ: ამას მისი გეოგრაფიული მდებარეობაც უწყობდა ხელს.
სურიკის თქმით, სომხეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ სოფელი ხელისუფლების ყურადღების მიღმა დარჩა. მაგალითად, მეზობლად მდებარე სომხური სოფლები მცირედით მაინც არის უზრუნველყოფილი აუცილებელი საცხოვრებელი პირობებით, ტლიკში კი არაფერი არ არის: ერთი შეკვრა მარილის საყიდლად, 15 კილომეტრის გავლაა საჭირო. თანაც აქ არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არსებობს.
მამსახლისებმა – ყოფილმაც და ახლანდელმაც – არაერთხელ მიმართეს რაიონის ხელმძღვანელობას, რომ სოფელში სასმელი წყლის პრობლემა მაინც მოგვარებულიყო, მაგრამ – უშედეგოდ: ტლიკელები სასმელ წყალს აქ ჩმოსული წყალმზიდებიდან ყიდულობენ. სხვათა შორის, ეს მანქანები ამ მიდამოებში, ერთი თვეა, არ გამოჩენილა. სურიკ ხაჩატრიანი ამას შეურაცხყოფად მიიჩნევს და სოფელ ტლიკისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას ნაციონალური ნიშნით დისკრიმინაციად აფასებს.
იეზიდი ქალისთვის ფოტოს გადასაღებად ოჯახის უხუცესის ნებართვაა საჭირო
იეზიდ ქალებს უფლება არ აქვთ უცნობს გამოელაპარაკონ. მათი ტრადიციების თნახმად, რძალს მამამთილთან არათუ დალაპარაკების უფლება არ აქვს, არამედ მასთან ერთად სუფრასთან დაჯდომაც ეკრძალება. იეზიდების აზრით, ეს უფროსისადმი პატივისცემის გამოხატვაა, და ქალები ცალკე ჭამენ. ქორწილებისა და სხვა ღონისძიებების დროსაც კი, ტრადიციულად, სუფრა ქალებისთვის და მამაკაცებისთვის ცალ-ცალკე ოთახებში იშლება. ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ არის, მაშინ მაგიდებს შორის ფარდას აფარებენ.
იეზიდ ქალებთან დასალაპარაკებლად ჩვენ ნებართვა ავიღეთ სურიკ ხაჩტრიანისგან, რომელიც სოფელში ასაკით ყველაზე უფროსია. ალიფის ალაპარაკება ყველაზე მეტად გაგვიადვილდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ის რუსეთში ცხოვრობდა, და იეზიდურ ადათებს სიმშვიდით უდგება.
მისი თქმით, ეროვნული სამოსი უკვე აღარ არის მოდური, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომლებიც თანამედროვე სტილს ანიჭებენ უპირატესობას, უფროსი თაობა კი მხოლოდ თავსაფრის დახურვის ტრადიციას აგრძელებს. ნაციონალური კერძები აგრეთვე არ არის შენარჩუნებული, გარდა ზამთრისთვის გადანახული ტრადიციულად კარგად შემწვარი ხორცისა (ყაურმის).
ალიფ სამოიანი სომხეთში ვაჟის დასაქორწინებლად დაბრუნდა. იეზიდები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ საკითხს. როდესაც იეზიდი ყმაწვილი ცოლად სხვა ნაციონალობის გოგონას ირჩევს, სულიერ წინამძღვრებს მისი ეს ნაბიჯი რწმენისგან ნებაყოფლობით განდგომად მიაჩნიათ, და ამ ახლაგაზრდა კაცს თემიდან მოკვეთენ.
ის დღე ტალიკისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა, და არამარტო ჩვენი ჩასვლის გამო. სოფელში პოტენციური სარძლოს გადასანახულებლად მეზობელი სოფლიდან ქალი ჩამოვიდა. იეზიდური ტრადიციების მიხედვით, გადანახულება მთლიანად ქალებს აქვთ დაკისრებული, მამაკაცებს იქ ყოფნაც კი ეკრძალებათ. თავად მომავალ სასიძოს მხოლოდ მას შემდეგ ეძლევა საცოლის სახლში მისვლის უფლება, როდესაც ქალის მშობლები მათ შეუღლებას დათანხმდებიან. სურიკი და სოფლის მამასახლისი სოფლის ცენტრში დგანან – ფეხს არ მოიცვლიან, ვიდრე სტუმარი ქალბატონი არ გაემგზავრება: მათი ამოცანაა, თვალ-ყური ადევნონ, რომ ის მძღოლი, რომელმაც ქალბატონი ჩამოიყვანა, საპატარძლოს სახლში არ შევიდეს.
გამოქვეყნებულია: 08.12.2016