ამის შემდეგ განხილვის საგნად იქცა აზერბაიჯანელი ხალხის უპრეცედენტო ტოლერანტობა. საუბარი იყო სამყაროში გამრავლებული ბოროტების შესახებაც. რომის პაპმა ამის გამო წუხილი გამოთქვა.
საზოგადოება
ფართო საზოგადოება რომის პაპის ვიზიტს გულგრილად შეხვდა. მუსლიმები (რომლებიც, ბუნებრივია, აზერბაიჯანში მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ) პირდაპირ და ირიბადაც აღნიშნავდნენ, – მერე ჩვენ რა ხეირიო. სოციალურ ქსელებში ხუმრობდნენ, რომის პაპი იმისთვის ჩამოიყვანეს, რომ გაარკვიოს, ვინ დაგვწყევლაო. ზოგიერთმა კი ქარაგმულად გაიხსენა ძველი ხელნაწერების აღდგენის პროექტი, რომლის განხორციელებაშიც ვატიკანს 2014 წელს აზერბაიჯანის პირველი ლედის ხელმძღვანელობით მომუშავე ჰეიდარ ალიევის ფონდი დაეხმარა: “ამ ვიზიტის შემდეგ რამდენიმე მილიარდად რომელიმე ძველკათოლიკურ ჭურჭელს შეაკეთებენ. ცხადია, ამასაც აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით გააკეთებენ.”
რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს, რომლებიც მესას დაესწრნენ, სულ სხვანაირი შთაბეჭდილებები დარჩათ:”დღეს პაპმა ფრანცისკემ ნაკურთხი წყალი მასხურა და სამჯერ ჩამიარა ხელის გაწვდენის მანძილზე. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ მესა ასეთ ენით აღუწერელ გრძნობებს მომგვრიდა, არადა, რა უცნაურიც უნდა იყოს, მართლაც საოცარი შეგრძნებები დამეუფლა.”
კათოლიკური თემის წარმომადგენლები (ისევე როგორც სხვა რელიგიური სათვისტომოების – მართლმადიდებლური, იუდეური თემების – წევრები) აზერბაიჯანის ხელისუფლებას რეგულარულად უხდიან მადლობას ქვეყანაში ყველა რელიგიის მშვიდობიანი თანაარსებობისა და დისკრიმინაციის არარსებობის გამო.
თუმცა, აზერბაიჯანელი ხალხის ტოლერანტობა არ ნიშნავს მის ცხოველ ინტერესს სხვა რელიგიების მიმართ. ამაზე მეტყველებს გიუნდუზ აღაევის კარიკატურაც, რომელიც საერთო აზრს გამოხატავს. მასზე პოლიციელები აზერბაიჯანელებს რომის პაპის დასახვედრად მიერეკებიან.
“- პაპი ჩამოვიდა. ყველა წამოდით მის შესახვედრად. პლაკატიც წამოიღეთ. – კი მაგრამ ჩვენ ხომ მუსლიმები ვართ, უფროსო… – და მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ხვალ დალაი-ლამა რომ გვეწვიოს, მის შესახვედრადაც წახვალთ».