ახალი ამბები, რეპორტაჟი - 3 ოქტომბერს, ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები
-
სომხეთის პარლამენტის დელეგაცია სპიკერის მეთაურობით სასწრაფოდ ყარაბაღში გაემგზავრა
სომხეთისა და ყარაბაღის დეპუტატებმა განიხილეს “სამხედრო, პოლიტიკური და დიპლომატიური ვითარება, რომელიც თურქეთ-აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად შეიქმნა”, – განაცხადეს სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრესსამსახურში.
-
აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სამი რაიონის კიდევ 7 სოფელი დაიკავეს
”დღეს აზერბაიჯანის არმიამ ოკუპაციისგან გაათავისუფლა ტერტერის რაიონის სოფელი თალიში, ჯაბრაილის რაიონის სოფლები მეჰდილი, ჩახირლი, აშაგი მარალიანი, შეიბეი და გუიჯაგი და ფიზულის რაიონის სოფელი აშაგი აბდურაჰამანლი”, – წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევი თავის ტვიტერზე.
Bu gün #Azərbaycan #Ordusu Tərtər rayon Talış kəndini, Cəbrayıl rayon Mehdili, Çaxırlı, Aşağı Maralyan, Şəybəy və Quycaq kəndlərini, Füzuli rayonu Aşağı Əbdürrəhmanlı kəndini azad etmişdir.#Qarabağ #Azərbaycandır!
— İlham Əliyev (@azpresident) October 3, 2020
-
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აზერბაიჯანული ჯარის მიერ დაკავებულ სოფელს ყარაბაღში სახელი გადაარქვა
ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის აგდერეს (მარდაკერტის) რაიონში სოფელ მადაგიზის სახელის გადარქმევის შესახებ განაცხადა.
”2020 წლის 3 ოქტომბრიდან მე აღვადგენ მადაგიზის ისტორიულ სახელს. ამ დღიდან მას სუგოვუშანი ეწოდება. ყარაბაღი აზერბაიჯანია “, – დაწერა მან Twitter- ზე.
2020-ci il oktyabrın 3-dən #Madagizin tarixi adını bərpa edirəm. Bundan sonra #Suqovuşan adlandırılır. #Qarabağ #Azərbaycandır!
— İlham Əliyev (@azpresident) October 3, 2020
-
მადაგიზში აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშა აღმართეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიან ყარაბაღში, აღდენიზის რაიონის (მადაკერტის) სოფელ მადაგიზის საბოლოოდ გათავისიფლების შესახებ განაცხადა.
«დღეს, აზერბაიჯანის არმიამ მადაგიზში აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშა აღმართა. მადაგიზი ჩვენია. ყარაბაღი – აზერბაიჯანია», — დაწერა ტვიტერზე სახელმწიფოს მეთაურმა.
Bu gün #Azərbaycan ordusu #Madagizdə Azərbaycan bayrağını qaldırdı. Madagiz bizimdir. #Qarabağ Azərbaycandır!
— İlham Əliyev (@azpresident) October 3, 2020
-
სომხეთის სპეცსამსახურებმა ბრძოლებში თურქი და დაქირავებული მებრძოლების მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები გამოაქვეყნეს
სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც აზერბაიჯანის მხარეს მებრძოლი ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოყვანილი დაქირავებული მეომრების საუბარია ასახული.
აუდიოჩანაწერს თან ახლავს ტიტრები სომხურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
ამავე ვიდეოში წარმოდგენილია სომხეთის უშიშროების სამსახურის ხელთ არსებული მტკიცებულებები ბრძოლებში თურქული მხარის მონაწილეობის შესახებ.
-
«ომი გრძელდება და ჩვენ გავიმარჯვებთ!» - სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიმართვა
რამდენიმე წუთის წინ, ნიკოლ ფაშინიანმა პირდაპირ ეთერში გააკეთა განცხადება. ხალხისადმი მისი მიმართვის მთავარი თეისები:
– აზერბაიჯანისა და თურქეთის აგრესიის მასშტაბები უპრეცედენტოა. სპეციალიასტების შეფასებით, ასეთი 21-ე საუკუნეში ჯერ არ ყოფილა
– უკვე ერთი კვირაა სომეხი ხალხი აგრესორის წინააღმდეგ იბრძვის
– ასობით ტანკი, სამხედრო ტექნიკა, რაკეტები, თვითმფრინავები, უპილოტო საფრენი აპარატები უტევს ყარაბაღელთა პოსტებს
– საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს თურქეთი. თურქი მეთაურობა ჩართულია ბრძოლის წარმართვაში. კონფლიქტში ჩართულები არიან დაქირავებული მებრძოლებიც ახლო აღმოსავლეთიდან
– დიდი მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედროებს შორის
– ამასთან, აზერბაიჯანის არმიამ ამ დრომდე ვერ გადაჭრა ვერც ერთი დასახული ამოცანა
– აზერბაიჯანმა რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, ფრონტის მთელ ხაზზე მათი ცხედრებია
– ზოგიერთი მიმართულებით ჩვენ მძიმე მდგომარეობაში ვართ, მაგრამ არმია გმირულად იბრძვის
– აგრესორი მოვიდა არა მხოლოდ ტერიტორიისთვის, მათი მიზანია ერის განადგურება, სომხების გენოციდის გაგრძელება
– რამდენიმე წუთის წინ ყარაბაღის თავდაცვის არმია შეტევაზე გადავიდა – სომხეთისა და ყარაბაღის თითოეულმა მცხოვრებმა თავი გამარჯვებას უნდა მიუძღვნას.
«თითოეული ჩვენგანი მზად უნდა იყოს ამ გამარჯვების წინა ხაზზე ყოფნისთვის. გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება – ეს არის ის, რასაც ჩვენ ველით საბოლოოდ!»
ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
-
«დღეს მიზანში არიან ჩვენი ბავშვები, ხვალ შეიძლება იყოს თქვენი» - სომხეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი
«მსოფლიო კვლავ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ სასტიკი შეტევების მომსწრეა, აზერბაიჯანმა არტილერიით დაბომბა მისი დედაქალაქი სტეპანაკერტი.მთიანი ყარაბაღი საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვის. სომეხ ხალხს საფრთხე ემუქრება. ის ემუქრება გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებასაც. თუკი, რაც ხდება არ შეჩერდება დღეს, ეს სიტუაცია შეიძლება სხვა ადგილებშიც განმეორდეს. დღეს მიზანში ჩვენი ბავშვები არიან, ხვალ შეიძლება თქვენი იყოს», – დაწერა Facebook-ის საკუთარ გვერდზე სომხეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ჰენრიხ მხითარიანმა და აღნიშნა, რომ სომხეთის ტერიტორია იბომბება.We continue to witness fierce military fights against #NagornoKarabakh . Azerbaijani military is bombarding capital…
Posted by Henrikh Mkhitaryan on შაბათი, 03 ოქტომბერი, 2020
-
მოწინააღმდეგის პროვოკაციის შედეგად, აზერბაიჯანში, 19 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
14 მამაკაცი, სამი ქალი და ორი არასრულწლოვანი – მთიან ყარაბაღში, ფრონტის ხაზზე დაძაბულობის ესკალაციის დაწყებიდან, აზერბაიჯანში, 19 ადამიანი დაიღუპა, განაცხადა ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა, კამრან ალიევმა.
კიდევ 63 ადამიანი დაიჭრა, დასძინა მან.
-
მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობას რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდა
უწყება საკუთარ მოწოდებას ყარაბაღის მოქალაქეთა სიცოცხლისა და მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფის აუცილებლობით ხსნის:
„შექმნილ ვითარებაში, არცახის საერთაშორისო აღიარება რეგიონში მშვიდობის აღდგენისა და უსაფრთხოების ერთადერთი მექანიზმია“.
მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ
– 2020 წლის 27 სექტემბრიდან, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოყვანილი ტერორისტული ორგანიზაციების მებრძოლების მხარდაჭერით აგრესიული ბრძოლა გააჩაღა.
– აზერბაიჯანის ფართომასშტაბიან შეიარაღებულ თავდასხმას თან ახლავს საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების უხეში დარღვევა.
„კერძოდ, აზერბაიჯან-თურქეთის შეიარაღებული ფორმირებები განზრახ ბომბავენ არცახის ქალაქებს, სოფლებსა და სამოქალაქო ობიექტებს მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებისა და დაშინების მიზნით. მათი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, არის მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში“.
-
როგორ გამოიყურება მთიანი ყარაბაღის დედაქალაქი დაბომბვის შემდეგ
სომხეთის გაერთიანებულმა საინფორმაციო ცენტრმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, როგორ გამოიყურება სტეპანაკერტი დაბომბვის შემდეგ.
Արցախի մայրաքաղաք Ստեփանակերտը հրետակոծությունից հետո
Արցախի մայրաքաղաք Ստեփանակերտը հրետակոծությունից հետոСтолица Арцаха Степанакерт после артобстрелаStepanakert, the capital city of Artsakh after shelling
Posted by Armenian unified infocenter/Հայկական միասնական տեղեկատվական կենտրոն on შაბათი, 03 ოქტომბერი, 2020
-
ილჰამ ალიევმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის პირობები დაასახელა.
არაბულ ტელეკომპანია Al-Jazeera – სთვის მიცემულ ინტერვიუში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის პირობები დაასახელა.
„მათ, ვისაც სურს დაეხმაროს სომხეთს, თუა შესაძლებელი ასე ითქვას, მისმა უახლოესმა მხარდამჭერებმა, დაე უთხრან, რომ დატოვონ ტერიტორიები, გამოიჩინე ნება, შეწყვიტე ცეცხლი. თქვით, რომ დღეს, ხვალ ან ერთი კვირის შემდეგ მე ვტოვებ აღდამს, შემდეგ ჯერზე, შემდეგ კვირაში დავტოვებ ფუზულს, და აი კიდევ ერთ კვირაში ქალბაჯარს და ა.შ. მაშინ ჩვენ გავჩერდებით. ეს ძალიან სამართლიანი პოზიციაა. ამ პოზიციას მივყავართ არა ომისკენ, არამედ მშვიდობისკენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა
-
ცნობა ყარაბაღის ფრონტიდან: „მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს“
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს:
„არცახის თავდაცვის არმიამ შეძლო მოწინააღმდეგის დღეს დაწყებული ფართო მასშტაბიანი შეტევის მოგერიება. ერთ-ერთი მიმართულებით ჩვენმა ძალებმა კონტრ შეტევა განახორციელეს. დანარჩენ წერტილებში მიმდინარეობს მძიმე თავდაცვითი ბრძოლები“.
-
სოფელ კუთს თურქული ჭურვი ესროლეს
ამის შესახებ, სამხედრო ექსპერტი, არცრუნ ოვანისიანი აცხადებს. Facebook-ის საკუთარ გვერდზე მან ჭურვის ფოტო დადო, რომელზეც თურქული წარწერებია. სოფელი ქუთი სომხეთში, ვარდენისის რაიონში მდებარეობს.
Թուրքական արկը Վարդենիսի Կութ գյուղում։
Posted by Արծրուն Հովհաննիսյան on შაბათი, 03 ოქტომბერი, 2020
29 სექტემბერს, ოფიციალურმა ერევანმა უკვე განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთში, ვარდენისის რაიონს დარტყმა თურქული უპილოტო საფრენი აპარატით მიაყენა.
-
„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მოქმედებებმა, შეიძლება, ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს“ - სამხედრო ექსპერტი
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დარტყმებზე გადავიდა, რომლის დანგრევამაც, შეიძლება, ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს, დაწერა Facebook-ის საკუთარ გვერდზე, სამხედრო ექსპერტმა, არცრუნ ოვანისიანმა.
3 ოქტომბრის დილით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა სარაკეტო დარტყმები მიაყენა სტეპანაკერტს.
„ბაქო არღვევს ომის ყველა დაწერილ და დაუწერელ კანონს. მოწინააღმდეგე მთელ საკუთარ არსენალს იყენებს – სარაკეტო შეიარაღებას, ავიაციას, არტილერიას. ფაქტობრივად, მთელ პერიმეტრზე მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლები“, – განაცხადა ყარაბაღის თავდაცვის არმიის წარმომადგენელმა, სურენ სარუმიანმა,
-
ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა მხარეებს ჰუმანიტარული ზავისკენ მოუწოდეს, რათა დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრები გაიტანონ
მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ესკალაციაში გარე მხარეების ჩართულობა, ძირს უთხრის რეგიონში მშვიდობის მისაღწევად გაწეულ ძალისხმევას. ისინი მხარეებს „საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და არსებითი მოლაპარაკებების პროცესის წინაპირობების გარეშე გაგრძელებისკენ მოუწოდებენ“.
განცხადებაში ასევე ნათქვამია:
„თანათავმჯდომარეები მკაცრად გმობენ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე ძალადობას, ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიაზე, კონტაქტის ხაზიდან მოშორებით, სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას და შეშფოთებას გამოთქვამენ მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის გაზრდის გამო. სამოქალაქო პირებზე თავდასხმა ან მუქარა დაუშვებელია ნებისმიერ ვითარებაში“.
-
ღამის განმავლობაში, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე, მოწინააღმდეგის აქტივობა აღიკვეთა - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო
ფრონტზე ვითარება კვლავ დაძაბულია. ღამის განმავლობაში, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე აღიკვეთა მოწინააღმდეგის აქტივობა და მას გამანადგურებელი დარტყმა მიადგა, ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
„სასტიკი ბრძოლები გრძელდება ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ“, – აღნიშნეს თავდაცვის უწყებაში.
-
ყარაბაღის პრეზიდენტი ფრონტზე გაემგზავრა
არაიკ არუთუნიანმა განაცხადა, რომ ფრონტის წინა ხაზზე მიდის ჯართან ერთად სამშობლოს დასაცავად:
„უფრო სასარგებლო ვიქნები ფრონტზე, ვიდრე ზურგში. ეს წმინდა ომია“.
მან ყველას დაუყოვნებლივ სამშობლოს დასაცავად დადგომისკენ მოუწოდა.
-
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს დაურეკა
სატელეფონო საუბრის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა ყარაბაღში, ფრონტის ხაზზე მიმდინარე ბრძოლების თაობაზე, მოსაუბრეს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების პროცესის დროულად განახლებისკენ მოუწოდა.
საპასუხოდ, ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტები რაკეტებით დაიბომბა, რის შედეგადაც დაიღუპა 19 მშვიდობიანი მოსახლე, დაიჭრა 60-ზე მეტი ადამიანი და დაინგრა ასობით სახლი.
ილჰამ ალიევმა თქვა, რომ აზერბაიჯანის არმია კონტრშეტევას ახორციელებს და ოკუპაციისგან გაათავისუფლა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული მისი ტერიტორიის ნაწილი.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესის დარღვევით, სომხეთმა საგრძნობი დარტყმა მიაყენა კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის პროცეს.
ალიევმა კონტაქტის ხაზზე ვითარების ესკალაციაზე მთელი პასუხისმგებლობა სომხეთს დააკისრა.
-
3 ოქტომბრის დილისთვის არსებული ვითარების მოკლე მიმოხილვა
ყარაბაღში, საბრძოლო მოქმედებების მეშვიდე დღე დაიწყო.
• დაღუპულ სომეხ სამხედროთა რიცხვი 156-მდე გაიზარდა. რამდენი აზერბაიჯანელი მეომარი დაიღუპა – არ ამბობენ. ერთადერთი ინფორმაცია არის 27 სექტემბერს, საგამოძიებო ცენტრი „ხაზარის“ მიერ გამოქვეყნებული ცნობა, რომ საბრძოლო მოქმედებებს 11 მებრძოლი ემსხვერპლა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბევრი მებრძოლი დაიღუპა, ბრძოლების გათვალისწინებით, რომელიც უკვე მეშვიდე დღეა გრძელდება.
• ორივე მხრიდან ათობით მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა.
• აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მისმა არმიამ კონტროლი დაამყარა სოფელ მადაგიზზე ყარაბაღში.
• აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები, მთელი 2 ოქტომბრის განმავლობაში, ყარაბაღის დედაქალაქის, სტეპანაკერტის საარტილერიო დაბომბვას ახორციელებდნენ. ბევრი შენობა დაზიანდა, დაიჭრა ათობით ადგილობრივი მოსახლე (2 ოქტომბრის ფოტორეპორტაჟი სტეპანაკერტიდან).
• სომხეთმა ყარაბაღში შესვლაზე შეზღუდვები დააწესა – შესაძლებელია მხოლოდ ჰუმანიტარული გადაზიდვები.
• ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებზე პასუხისმგებლობას სრულად მეორე მხარეს აკისრებს.
• ორივე მხარე ადანაშაულებს ერთმანეთს დაქირავებული მებრძოლების გამოყენებაში და ორივე უარყოფს იმ ფაქტს, რომ მის მხარეს უცხოელი მებრძოლები იბრძვიან.
• საერთაშორისო მედიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია აზერბაიჯანში თურქეთის მიერ სირიელი მებრძოლების გადასროლაზე. ამის შესახებ განაცხადა საფრანგეთის
• სატელეფონო საუბარი შედგა სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემაც, „კონფლიქტში ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოყვანილი მეომრების მონაწილეობა იყო“.
• თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სრულად უჭერს მხარს აზერბაიჯანს და თქვა, რომ „ბრძოლა ოკუპაციისგან ყარაბაღის სრულად გათავისუფლებამდე გაგრძელდება“.
• აზერბაიჯანმა საფრანგეთის ეუთოს მინსკის ჯგუფიდან გარიცხვა მოითხოვა. სომხეთმა განაცხადა, რომ თურქეთი უნდა გაირიცხოს. მინსკის ჯგუფი – მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მთავარი ფასილიტატორი. ძირითადი წევრები – რუსეთი, საფრანგეთი და აშშ. ასევე, ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ბელარუსი, გერმანია, იტალია, შვედეთი, ფინეთი, თურქეთი და თავად სომხეთი და აზერბაიჯანი.
-
ახალი ამბები, ფოტო/ვიდეო ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით - 2 ოქტომბერი, 2020