ისევ „ქვის სიზმრებზე“
‘საოცარია, როგორ გამამაცდა ეს ტურა აბდულა მაშინ, როდესაც აილისში ადიფ ბეიმ სომხების განადგურება დაავალა.სირბილით გაემართა შინისაკენ,დაავლო ხელი ნაჯახს და მინასის სახლში შევარდა. მინასი მშვიდად იჯდა – ქვის დამუშავებით იყო გართული. ეს არამზადა აბდულა თავს დაესხა და ნაჯახით კისერი მოჰკვეთა. საბრალო კაცის ცოლი და შვილებიც არ დაინდო. ახლა კი გთხოვ, მითხარი – განა შეუძლია ახლა ამ გულუს,მშვიდად იცხოვროს მინასის სახლში? ღმერთს გეფიცები,არ შეუძლია! ტანჯული მინასის სული მოსვენებას არ მისცემს’.
ესაა ნაწყვეტი აზერბაიჯანელი მწერლის არქამ აილისლის წიგნიდან ‘ქვის სიზმრები’, რომელიც მისი რომანის შინაარსზე ზოგად წარმოდგენას გვიქმნის.მოკლედ, ეს არის წიგნი გამხეცებული აზერბაიჯანელებზე,რომლებიც ყველანაირად ამცირებდნენ სრულიად უდანაშაულო სომხებს,თანაც – 1919 წლიდან 1990 წლამდე.
რომანი 2012 წელს გამოქვეყნდა რუსულ ჟურნალში ‘დრუჟბა ნაროდოვ’ (ხალხთა მეგობრობა).ალბათ რთული წარმოსადგენი არ არის, თუ როგორ რეაქციას გამოიწვევდა ეს ნაწარმოები აზერბაიჯანელ საზოგადოებაში.სახელწიფო პროპაგანდას თავი რომ დავანებოთ, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ბევრ აზერბაიჯანელს სომხებთან ურთიერთობის სულ სხვანაირი გამოცდილება აქვს, რაც არაფრით ჰგავს ძველი ტაძრებით მოხიბლული ავტორის შთაბეჭდილებებს.
პოლიტიკოსები,საზოგადოება და მასმედია ამ ყველაფერს პატრიოტიზმსა და ლიტერატურაზე თავიანთი შეხედულებების შესაბამისად გამოეხმაურნენ:
- აილისლის წიგნების დემონსტრაციული დაწვა ბაქოში,განჯასა და აილისში;
- აილისლისათვის (რომელიც სახალხო მწერალი იყო და საპრეზიდენტო პენსიას იღებდა),ყველა ჯილდოსა და წოდების ჩამორთმევა პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე;
- აილისლის ცოლისა და შვილის დათხოვნა;
- ბრალად პროსომხური პროპაგანდის წაყენება;
- პარტია ‘თანამედროვე მუსავათის’ ლიდერმა, ჰაფიზ გაჯიევმა (რომელიც ცნობილია მეტსახელით ‘თევზი ჰაფიზი’ და ყველაფრის შესახებ ცალსახად სულელური განცხადებებით გამოირჩევა) საზოგადოებას მოუწოდა,აილისლის მოაჭრან ყური, რომელშიც პარტია მოსახლეობას 10 ათასი დოლარის გადახდას ჰპირდება;
- აილისლის ნაწარმოებები სკოლის პროგრამიდან ამოიღეს.
სომხურ მედიაში აილისლის უწოდეს ‘მწერალი,რომელმაც,როგორც იქნა,სიმართლე თქვა’.რუსეთსა და დასავლურ მედიასივრცეში იგი უმალვე დიდმოწამედ გამოაცხადეს.
‘რა ქნას მწერალმა,რომელსაც არც გაჩუმება შეუძლია,და არც ხმის დადაბლება? რა და _ ზუსტად ის,რასაც აკეთებს არქამ აილისლი – სიძულვილს უნდა აღუდგეს’,– აღნიშნა თავის რეცენზიაში ლევ ანესკიმ.
საერთოდ,აილისლიმ იდეალურად მოირგო დევნილი,მართალი ადამიანის ხატება, რამაც ‘ქვის სიზმრების’ მხატვრული ხარვეზებიც დაჩრდილა,სიუჟეტში არსებული ნაპრალებიც და საკუთრივ იდეის ცალმხრივობაც.
ამის შემდეგ ეს სკანდალი დიდხანს აღარ გახსენებიათ,მაგრამ 30 მარტს, ვენეციის წიგნის ფესტივალზე გამგზავრებისას აილისლი ბაქოს აეროპორტში დააკავეს,სადაც მას აუწყეს,რომ ქვეყნიდან გასვლა ეკრძალებოდა – ყოველ შემთხვევაში, მწერლის მეუღლემ სწორედ ეს განუცხადა ჟურნალისტებს.
ამის შემდეგ მეორე ვერსიაც გაჩნდა:’აეროპორტის ცვლის უფროსის ახსნა-განმარტებითი წერილი მაჩვენეს, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მე მას დავარტყი, რის შედეგადაც მუშტის კვალი დააჩნდა, და ამას ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს’, – თქვა არქამ აილისლიმ. შეგახსენებთ, რომ მწერალი 78 წლისაა.
აზერბაიჯანის შნაგან საქმეთა სამინისტროს პესსამსახურმა აღნიშნა, რონ აილისლის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლით (‘ხულიგნობა’) აღიძრა.
სოციალურ ქსელების მომხმარებლებს მომხდარზე თავშეკავებული რეაქცია ჰქონდათ.
‘აილისლის, ‘ნობელის’ გარდა, WBA-ს საკრივო ქამარსაც მისცემენ – მარჯვნიდან მოქნეული მოკლე ჰუკისთვის’.
‘აილისლის ვიცნობ მისი ნაწარმოებებით ‘ერთი ბროწეულის ზღაპარი’ და ‘დეიდაჩემი მეზღაპრეა’, და არა – ‘ქვის სიზმრების’ მსგავსი სუსტი,არაადეკვატური რომანით’.
‘აილისლის ჰგონია,რომ სომხები უფრთო ანგელოზები არიან, ჩვენ კი ცუდები ვართ.ჩვენებს მიაჩნიათ, რომ ჩვენ ვართ უფრთო ანგელოზები და ყველა სომეხი ცუდია.იდიოტიზმის ორ სახეობასთან გვაქვს საქმე.სასაცილო იქნებოდა იმის ყურება,თუ როგორ ურქენენ ერთმანეთს,მაგრამ გულდასაწყვეტია,რომ უფრო დიდ იდიოტიზმს ადვილად შეუძლია აილისლის გასრესა; ეს კი,რასაც უნდა წერდეს ეს ავტორი,უსამართლობა და სიმდაბლეა’.
სახელისუფლებო მედიაში აღნიშნეს,რომ აილისლი სწორედ იმ ცნობილი ‘ქვის სიზმრების’ ავტორია; Haqqin.az-მა ნართაულად მიუთითა, რომ ავტორმა სომხების ‘პოგრომები’ გამოიგონა და 1990 წელს ბაქოში მსგავსი არაფერი მომხდარა.
ოპოზიციური მიმართულების დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა რომანი არ ახსენეს;სამაგიეროდ ის აღნიშნეს,რომ მწერალი იდევნებოდა და მისი წიგნები დაწვეს.
აილისლი რამდენიმე საათით დააყოვნეს აეროპორტში და შემდეგ გაუშვეს.’საბჭოთა კავშირის პერიოდში და მის შემდეგაც ბევრ საერთაშორისო ღონისძიებაზე ღირსეულად წარვადგენდი აზერბაიჯანს.რატომ უნდა ჩამომაცილონ ამ მისიას ახლა?ამის მიზეზი არ არსებობს.თუკი ეს ყველაფერი რომან ‘ქვის სიზმრებს’ უკავშირდება,უნდა აღინიშნოს,რომ ეს ნაწარმოები გასცდა პოლიტიკურ კონტექსტს და ლიტერატურულ ცხოვრებას აგრძელებს’,– ამბობს მწერალი
გამოქვეყნდა 01.04.2016