"ჰომოსექსუალურ ცეკვას" განაჩენი გამოუტანეს
ამ ვიდეოში განდაგანას ჩრდილოოსური ანსამბლი “ალანი” ასრულებს. ეს ცეკვა კავკასიის პრაქტიკულად ყველა საცეკვაო ჯგუფის (იგულისხმება როგორც ქართული და ოსური, ისე სომხური და ჩრდილოკავკასიური ანსამბლები) რეპერტუარშია შესული.
თუმცა, სამხრეთ ოსეთში დაასკვნეს, რომ ეს ჰომოსექსუალების ცეკვაა და მათ კულტურას უწევს პოპულარიზაციას, ამიტომ “აჭარულის” ცეკვა სირცხვილია.
სამხრეთოსური მედია და ბლოგერების ჯგუფი ამ აზრის დასაცავად სამ ძირითად არგუმენტს გვთავაზობენ.
არგუმენტი 1 – შეუფერებელი მოძრაობები
დღესდღეობით “განდაგანას” ქალებიც ცეკვავენ, თუმცა ეს შედარებით გვიანდელი ქორეოგრაფიაა. თავიდან ის აღმოსავლეთის ქვეყნების სულთნების ჭაბუკი საყვარლების ცეკვა იყო. ეს აჭარული ცეკვაა, აჭარა კი საუკუნეების განმავლობაში განიცდიდა თურქეთის გავლენას. თურქეთში, ირანსა და ეგვიპტეში ეროტიკული ცეკვებისა და შესაფერისი სიმღერების მცოდნე ჭაბუკების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ. ამ ტიპის არტისტებს “ბაჩა-ბაზის” უწოდებენ.
დროთა განმავლობაში ამ ქვეყნების ევროპეიზირებულმა მმართველებმა ეს ჰომოეროტიკული ცეკვები აკრძალეს, თუმცა რამდენიმე მათგანი ადაპტირებული სახით შემორჩა დღევანდელობას. ერთ-ერთი ასეთი ცეკვაა”განდაგანა”, რომლისთვისაც დამახასიათებელია ერთგვარად დაკლაკნილი მოძრაობები.
ნახევრადმოხრილ ფეხებზე მორჩილად მდგარ მოცეკვავეებს თეძოების ქნევით გამომწვევი იერი ეძლევათ. განიერი ქამარი, რომელსაც ერთი ბოლო დასთრევს, იმ მოსახვევის რუდიმენტია, რომელსაც მოცეკვავე ჭაბუკი თეძოებზე იხვევდა. ამდენად, “განდაგანა” სხვა არაფერია, თუ არა ძველებური ჰომოსექსუალური სტრიპტიზი.
ციტატა ფეისბუკიდან: “როდესაც ვხედავ, როგორც ცეკვავენ ჩვენი ყმაწვილები “განდაგანას” და მონდომებით იქნევენ უკანალს, მე (და არა მხოლოდ მე) უნებლიეთ მახსენდება ის ჰომოსექსუალი მოცეკვავეები, რომლებიც სულთნის კარზე ცეკვავდნენ ხოლმე.”
ანდრეი თედეევი, ბრეიკდანს ჯგუფის ხელმძღვანელი: “განდაგანას” წარმოშობის საეჭვო დეტალების შესახებ ადრეც მქონდა გაგონილი, მაგრამ ახლა გაზეთში სტატია წავიკითხე, რომელმაც კიდევ უფრო განამტკიცა ჩემი მოსაზრება ამ ცეკვასთან დაკავშირებით.
ლიანა თედეევა: “უხამსს ვერაფერს ვხედავ. ძალიან მომწონს ეს ცეკვა.”
ვახტანგ ჯიგკაევი, ეკონომისტი: “იდიოტოზმია. ამ ცეკვამ, უკვე დიდი ხანია, რაც უბრალო კულტუროლოგიური მნიშვნელობა შეიძინა.”
იგორ ჩოჩიევი: “ასეთი ცეკვის შესრულება არამხოლოდ უხამსობა, არამედ ველური საქციელია. ჩვენ, ოსებს გვაქვს სიმდი და ხონგა. რა შეიძლება იყოს ოსურ ცეკვა “სიმდზე” უკეთესი?!”
არგუმენტი 2 – ისტორიულად, “განდაგანა” მონების ცეკვა იყო
ისლამურ ქვეყნებში “ბაჩა-ბაზის” ფუნქციას დაპყრობილი ქვეყნებიდან ჩაყვანილი ბიჭები ასრულებდნენ – ქართველები, სომხები, ბულგარელები, ბერძნები. “განდაგანას” ცეკვა ნებაყოფლობით მონობას ნიშნავს.
ოსტა კოშტე, ჟურნალისტი, პარტია “რასტაგ ირის” თავმჯდომარე: “ამ ცეკვაში ისეთი ელემენტებია შესული, რისი გაკეთებაც მამაკაცს, და მით უმეტეს – ოს კაცს, არ ეკადრება. როდესაც ახალგაზრდები ასეთ ცეკვებს ასრულებენ, ისინი საკუთარ ფესვებს შორდებიან. განდაგანას “ოსური ცეკვისგან იმდენად განსხვავებული იდეოლოგიური გზავნილი აქვს, რომ ვფიქრობ, საერთოდ უნდა აიკრძალოს ოსეთში.”
იური გაბარაევი გაზეთ “ხურზარინის” მთავარი რედაქტორი: “დიდებული მეომრების შთამომავლებს მონების ცეკვის შესრულება არ შეეფერებათ. ჩვენს დიად წინაპრებს რომ ენახათ, რას ვცეკვავთ ქორწილებში, სირცხვილით დაიწვებოდნენ.”
არგუმენტი 3 – ეს ქართული ცეკვაა და იდეოლოგიურად არ შეეფერება ოსებს
კომენტარი ფეისბუკში: “ეს უცხოური ცეკვა შეუფერებელია ოსის იდენტობასთან.”
კაზბეკ ჩელეხსათი, საზოგადო მოღვაწე, ავტორი წიგნისა “ოსეთი და ოსები”: “მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ჩვენს ქორწილებში სხვა ხალხების, განსაკუთრებით კი ქართულ ცეკვებს ცეკვავდნენ. ოსური ცეკვები ყველაზე ლამაზია. პირველ რიგში ჩვენი კულტურის განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ.”
თამარა ტერაშვილი, ჟურნალისტი: “ეს ყველაფერი უბრალოდ ბოდვაა. “განდაგანა” მშვენიერი ცეკვაა, ძალიან ლამაზია, და ძალიან რთული. უნდა სრულდებოდეს. ვიღაც სულელმა გადაწყვიტა, სახელი გაითქვას და მოძებნა მიზეზი, რომ ჩირქი მოსცხოს მტრებს, თვითონ კი ამ საკითხში ჩახედული პატრიოტის იმიჯი მოირგოს.”
ანსამბლ “სიმდის” სამხატვრო ხელმძღვანელი, სერგეი ხაზბის ძე შავლოხოვი: “ანსამბლის ხელმძღვანელად 4 წლის წინათ დავინიშნე და “განდაგანა” ჩვენს რეპეტუარში არც მაშინ ყოფილა. ეს ცეკვა არ სრულდება და ამ გარემოებას მე პირადად იმ ტკივილს ვუკავშირებ, რომელიც ჩვენს მოცეკვავეებს ჯერ არ განელებიათ.
ბევრ მოცეკვავეს ნათესავები და ახლობლები დაეხოცა და მათი ხსოვნა არ აძლევს ცოცხლებს უფლებას, იცეკვონ “განდაგანა”, რომელსაც ალბათ ოდესმე დავუბრუნდებით, მაგრამ ახლა – არა.
თუმცა, მე ვერ ვხედავ ამ ცეკვაში უხამს მოძრაობებს. ბავშვობიდან ვიცი ამ ცეკვის შინაარსი: ახალგაზრდა მამაკაცები ნავებით ცურავენ, ბადეებს ისვრიან და თევზს იჭერენ, შემდეგ კი მათთან ახალგაზრდა ქალები მიდიან და ამის შემდეგ ქალებიც და მამაკაცებიც ერთად ცეკვავენ. სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი ცეკვა შეიძლება იცეკვო უხამსი მანერით.”
კასბოლატ კასაევი, ჩრდილოეთ ოსეთის ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის “ალანის” მთავარი ქორეოგრაფი: