"საქართველოსთან მიმართებაში აზერბაიჯანის მთავრობა ციფრებით თამაშობს" - ეკონომისტის კომენტარი ბაქოდან
სტატისტიკაში განსხვავება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს მათი ქვეყნიდან აზერბაიჯანში 862 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა. მაგრამ აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი აცხადებს, რომ საქართველოდან მხოლოდ 126 მილიონი დოლარის საქონელი შემოვიდა.
ეს განსხვავება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქართული მხარის თქმით, პირველად აზერბაიჯანმა საქართველოსთან ვაჭრობაში უარყოფითი ბალანსი აჩვენა.
„ხელისუფლებამ დაინახა, რომ ეს ყველაფერი ძნელი ასახსნელი იყო და დაიწყეს ციფრებით თამაში – მათ ამას „ახალი მეთოდოლოგია“ უწოდეს“, – ამბობს აზერბაიჯანელი ეკონომისტი ნატიკ ჯაფარლი.
- გია ხუხაშვილის მოსაზრება: სააკაშვილმა ცოტა ხანი თავი დაგვანებოს, წიგნი დაწეროს
- სად არის პროდუქტები უფრო ძვირი? ფასების შესახებ ბაქოში, ერევანსა და თბილისში. VIDEO
ექსპერტის კომენტარი
„მეზობელი ქვეყნის ოფიციალური მონაცემებით, აღმოჩნდა, რომ 2023 წელს აზერბაიჯანმა საქართველოდან იმაზე მეტი საქონელი მიიღო, ვიდრე გაყიდა. აზერბაიჯანის საბაჟო კომიტეტში აცხადებენ, რომ 2023 წელს ჩვენ 759 მილიონი დოლარის საქონელი გავყიდეთ საქართველოში. მაგრამ საქართველოს სტატისტიკამ და საბაჟო ორგანოებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ აზერბაიჯანს 862 მილიონი დოლარის საქონელი მიჰყიდეს. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი ყიდის საქართველოზე ნავთობს და გაზს, მან პირველად დაასრულა წელი ამ ქვეყანასთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსით (103 მილიონი დოლარი)“, – განაცხადა აზერბაიჯანელმა ეკონომისტმა და ოპოზიციური პარტია “რესპუბლიკური ალტერნატივას” ერთ-ერთმა ლიდერმა ნათიკ ჯაფარლიმ.
“ხელისუფლებამ დაინახა, რომ ეს ყველაფერი ძნელი ასახსნელი იყო და დაიწყეს ციფრებით თამაში – მათ ამას „ახალი მეთოდოლოგია“ უწოდეს. ოფიციალურმა სტრუქტურებმა საზეიმოდ განაცხადეს, რომ 2023 წელს საქართველოდან მხოლოდ 126 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შემოვიდა და ქაღალდზე სავაჭრო ბალანსი პოზიტიურად შეცვალეს.
საქართველოდან აზერბაიჯანში იმპორტის უმეტესი ნაწილი ავტომობილებია. ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს 2023 წელს 437 მილიონი დოლარის ღირებულების 22 ათას 393 ავტომობილი მიჰყიდა. მაგრამ ჩვენი გამბედავი სტრუქტურები ამტკიცებენ, რომ 2023 წელს საქართველოში მხოლოდ 11,5 მილიონი დოლარის ღირებულების 132 მანქანა შეიძინა.
კარგი, მაგრამ რატომ შეამცირეს აზერბაიჯანის ოფიციალურმა სტრუქტურებმა „მეთოდოლოგიის“ შეცვლის საფარქვეშ საქართველოში შესყიდული მანქანების რაოდენობა და, შესაბამისად, მათზე დახარჯული თანხა? როგორც უკვე აღვნიშნე, სამწუხაროა, რომ ნავთობისა და გაზის ქვეყანა საქართველოსთან სავაჭრო წელს უარყოფითი ბალანსით ასრულებს.
საქართველო მანქანებს არ აწარმოებს. იქ შეძენილი მანქანები იწარმოება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, იაპონია, კორეა, აშშ და სხვ. გამოდის, რომ სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი აწარმოებს სტატისტიკას მანქანების “წარმოშობის” ქვეყნების მიხედვით?! თუ ასეა, მაშინ ეს აბსურდია – ნორმალური მაჩვენებლების მიღება შეუძლებელია.
მაგრამ ისინი კიდევ უფრო შორს წავიდნენ. მაგალითად, თუ საქართველოში შეძენილ მანქანას აქვს ევროპული ძრავა, საქარე მინა ავსტრალიიდან, მაშინ მანქანების სათადარიგო ნაწილებს ქაღალდზე აღრიცხავენ. ეს არ არის სტატისტიკა, ეს არის მულტფილმი“, – წერს ჯაფარლი სოციალურ ქსელში.
რას ამბობს ქართული სტატისტიკა?
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.3% შეადგინა. აზერბაიჯანი პირველ ადგილს იკავებს იმ ქვეყნების სამეულში, რომლებშიც საქართველომ ექსპორტი განახორციელა – 862,1 მლნ აშშ დოლარის მოცულობით. მეორე ადგილზეა სომხეთი 787,1 მილიონი დოლარით, მესამეზე კი ყაზახეთი 703,0 მილიონი დოლარით.
2023 წელს საქართველომ აზერბაიჯანში 437,233 მილიონი დოლარის ღირებულების 22 393 ავტომობილი გაიყვანა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებულ მონაცემებშია ნათქვამი.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს აზერბაიჯანში იმპორტირებული ავტომობილების ჯამური ღირებულება წინა წელთან შედარებით 128,72 მლნ აშშ დოლარით, ანუ 41,72%-ით გაიზარდა.
ქართული ავტომობილების ექსპორტის 20,5% სწორედ აზერბაიჯანზე მოდიოდა.
სტატისტიკა აზერბაიჯანიდან
ქვეყნის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, 2023 წელს აზერბაიჯანმა გაზარდა მანქანების იმპორტი საქართველოდან.
საქართველოში მანქანების შეძენაზე 11,545 მილიონი დოლარი დაიხარჯა, წერს ვებგვერდი banker.az.