თხები, მოჩვენებები და წარსული დიდება - რეპორტაჟი აფხაზეთის მიტოვებული ქალაქიდან
როდისმე გაინტერესებდათ, გაგეგოთ, როგორი იქნება ცხოვრება დედამიწაზე, თუკი ადამიანები გაქრებიან? ოდესღაც აკარმარა აყვავების გზაზე მდგარი ქალაქის, ტყვარჩელის ნაწილი იყო, რომლის მოსახლეობამაც 1970 წელს 5 000 ადამიანს მიაღწია.
საქართველო-აფხაზეთის 1992-1993 წლების ომის შემდეგ აქ შახტები და კომბინატები დაიხურა. ტყვარჩელი საკუთარი თავის ფერმკრთალი ჩრდილი გახდა და ქალაქ-მოჩვენებად გადაიქცა
ცნობა
აფხაზეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს შორის დაძაბულობა, რომელიც ამ ტერიტორიასთან დაკავშირებული ისტორიული პრეტენზიებით და საბჭოთა წარსულის წინააღმდეგობრივი ინტერპრეტაციებით იყო გამოწვეული, 1992-1993 წლებში ღია კონფლიქტში გადაიზარდა.
BBC-ის მიერ შეკრებული ინფორმაციით, აკარმარაში მხოლოდ 35 ადამიანი ცხოვრობს. მაგრამ ჩვენ მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ორს შევხვდით: ერთი ქალბატონი თაფლსა და სუნელებს ყიდდა გზაზე, მამაკაცი კი საკუთარ ავტომობილს არემონტებდა.
როგორც გვითხრეს, დანარჩენი ადგილობრივები - ასაკოვანი ადამიანები, იშვიათად გამოდიან საკუთარი სახლებიდან.
ადამიანებმა ფაქტობრივად დატოვეს ეს ადგილები, მაგრამ ბუნება ვერ იტანს სიცარიელეს. და ტყვარჩელში იზრდება ტყე
ადამიანების ადგილი ქუჩებში თხებმა და ცხვრებმა დაიკავეს, სახლებს ბალახი და ხავსი მოედო
წითელი და მკვეთრი ლურჯი ყვავილები, რომლებიც გზას გასდევს, წარსულში ამ აღმავლობის გზაზე მდგომი ქალაქის გაუჩინარებას მალავს
აკარმარა - ტყვარჩელის ნაწილი, წარსულში სარგებლობდა „ბრწყინვალედ პროექტირებული“ ქალაქის რეპუტაციით და მისი მოსახლეობა 35 ათას ადამიანს შეადგენდა.
„საუკეთესო წლებში ტყვარჩელში ცხოვრება და მუშაობა პრივილეგიად ითვლებოდა, ასე ამბობდნენ არა მხოლოდ მეშახტეები, არამედ ინჟინერები და მეცნიერებიც. ეს იყო ქალაქი საოცრება. ასეთად წარმოედგინათ ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა ფუნქციონერებს, როდესაც ნანგრევებიდან ბევრი ახალი ქალაქი დაიბადა“, - განუცხადა British Journal of Photography-ს 2017 წელს, რუსმა ფოტოგრაფმა მარია გრუზდევამ, ავტორმა წიგნისა - „სიმღერა ტყვარჩელზე“.
მაგრამ 1990-იანი წლები ტყვარჩელისთვის, ისე, როგორც ბევრი აფხაზური დასახლებული პუნქტისთვის, დასასრულის დასაწყისი გახდა. თითქმის მთელი ქართულ-აფხაზური ომის, 1992-1993 წლების პერიოდში ქალაქს საქართველოს ეროვნული გვარდია აკონტროლებდა.
გაჩერებულმა შახტებმა და კომბინატებმა, აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, ყველაფერი იქამდე მიიყვანა, რომ 2011 წელს ტყვარჩელში საცხოვრებლად მხოლოდ 5 ათასი ადამიანი დარჩა.
იმ ადამიანებს, ვინც ქალაქში დარჩა, დიდად არ უნდათ საუბარი წარსული აღმავლობის წლებზე. ჩვენმა თანამოსაუბრეებმა არ მოინდომეს განეხილათ ასევე ის შედეგები, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არაღიარებას მოჰყვება.
„აქ ყველას ენატრება საბჭოთა კავშირი“, - გვიმტკიცებს ჩვენი გიდი, ალხაზი. ის ტყვარჩელის გარეუბანში გაიზარდა.
„იმ დროს მათ ჰქონდათ სამუშაო, ახლა არაფერი დარჩათ, - აბობს ალხასი, - ზაფხულში, როდესაც ტურისტული სეზონია, ისინი სანაპიროზე მუშაობენ - გაგრაში, გუდაუთაში ან სოხუმში“.
„და ზამთარში?“
„ზამთარში ადგილობრივები ცდილობენ, რომ გადარჩნენ“.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო