რა მოხდა აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე? კომენტარი ბაქოდან
რა მოხდა აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე
აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე, 11 აპრილს გამწვავებული მდგომარეობისა და ურთიერთსროლის შედეგად, ორივე მხარემ განიცადა ცოცხალი ძალის დანაკაგი. ბაქო და ერევანი შეტაკების პროვოცირებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
რა მოხდა სინამდვილეში აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე? პოლიტიკურმა დამკვირვებელმა ჰაჯი ნამაზოვმა JAMnews-ისთან ამის შესახებ კომენტარი გააკეთა.
ექსპერტის კომენტარი
„როგორც ადრე, აზერბაიჯანისა და სომხეთის ჯარებს შორის ნებისმიერ შეტაკებაში, ორივე ქვეყნის თავდაცვის სამინისტროები მეორე მხარეს პროვოკაციაში ადანაშაულებენ.
მაგრამ სხვა შეტაკებებისგან განსხვავებით, ამჯერად ჩვენ ვნახეთ მომხდარის ფაქტობრივად მთელი სურათი – როგორ დაიწყო შეტაკება – საკმაოდ გრძელი ვიდეოს წყალობით, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
ის, რაც კადრებში ჩანს, ნაწილობრივ ხსნის როგორც ბაქოს, ისე ერევნის განცხადებებს, მაგრამ აუცილებელია ანალიზი დავიწყოთ კონფლიქტის ძირეული მიზეზიდან.
ამგვარად, სოფელ ტეხის (ანუ დიგის, როგორც ადრე უძახდნენ), მეზობლად მდებარეობს აზერბაიჯანული არმიის სამი პოსტი. ეს მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მარტის ბოლოს გადანაწილდნენ, რათა ძველი ლაჩინის დერეფნის შესასვლელი ჩაეკეტათ.
იმ დღიდან სომხური მხარე ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანელები შევიდნენ მათი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე და აზერბაიჯანს საზღვრის დატოვებისკენ მოუწოდნებდნენ.
აქ ჩნდება რამდენიმე კითხვა: სად არის იქ საზღვარი? ის დე იურე არ არსებობს და დე ფაქტო არავინ იცის ზუსტად სად არის. ანუ დანამდვილებით ვერავინ გეტყვით, მართლა გადაკვეთა თუ არა აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის საზღვარი.
სომხები ამბობენ, რომ აქ არის სოფელი თეჰი – სომხური სოფელი, მაშასადამე, ეს მათი ტერიტორიაა, მაგრამ არ ვიჩქარებ დასკვნების გაკეთებას და გეტყვით რატომ:
- სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვარი არასდროს არსებულა. ამ ორ საბჭოთა რესპუბლიკას შორის არსებობდა ადმინისტრაციული საზღვარი და ის არაერთხელ შეიცვალა – ზოგჯერ რუქებში ცვლილებების შეტანის გარეშეც, ადგილობრივი ეკონომიკური ინიციატივების მიხედვით.
- აზერბაიჯანის ტერიტორიების 30-წლიანი ოკუპაციის დროს სომხებმა თავიანთ ტერიტორიად მიიჩნიეს მთელი საზღვარი კონტაქტის ხაზამდე, ერთხელ კი საზღვრისპირა სოფლები და დასახლებები გაფართოვდა ოკუპირებული მიწებისკენ, ანუ სომხურმა სოფლებმა ზოგან უკვე ნაწილობრივ გადაკვეთეს საზღვარი.
- ამის შესანიშნავი მაგალითია კაპანის აეროდრომი, რომლის ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. ეს აეროდრომი აშენდა ოკუპაციის წლებში. ან ის გზა, რომლის ნაწილი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცა და სადაც საბაჟო პუნქტი 44-დღიანი ომის შემდეგ თითქმის მაშინვე შეიქმნა.
- ის რუქები, რომლებსაც ახლა ვხედავთ სხვადასხვა საიტებსა და წყაროებში, დიდი ალბათობით, ვერ ამტკიცებენ სიმართლეს. კარგ სპეციალისტებს არ გაუჭირდებათ იქ ხაზების გადაკეთება და შეცვლა.
ასე რომ, სოფელ ტეხში სამი აზერბაიჯანული სამხედრო პოსტია. და მოულოდნელად, ერთ-ერთი მათგანიდან რამდენიმე მეტრში, სომხური არმია იწყებს სანგრის გათხრას სპეციალური ტექნიკით.
ხაზს ვუსვამ, რომ იქ მესაზღვრეები კი არ დგანან, არამედ ჯარი დგას. მესაზღვრეები შედარებით მშვიდობიანი ხალხია და მათ ორ პუნქტს შორის ყოველთვის რამდენიმე მეტრია დაშორება. მაგრამ აქ არიან სამხედროებიც, რომელთაც აქვთ ბრძანება საპირისპირო მხრიდან პროვოკაციის ნებისმიერ მცდელობაზე ცეცხლი გახსნან.
მინდა გავიმეორო, რომ ეს ყველაფერი ჩანს სომხური მხარის მიერ გადაღებულ კადრებზე.
მაგრამ ჩანს ისიც, რომ აზერბაიჯანელები მაშინვე არ ხსნიან ცეცხლს და მიდიან მოლაპარაკებებზე. იქ რაღაც არასწორად ხდება, იქმნება კონფლიქტი, რისი მიზეზიც გაურკვეველია ვიდეოს უხარისხობის გამო. რა მოხდა შემდეგ, ჩვენ არ ვიცით.
აქ არის ყველაფერია დეტალურად, რაც გუშინ მოხდა. დიახ, აუცილებელია დაპირისპირების, ხანძრის, მსხვერპლის თავიდან აცილება; მოწინააღმდეგე მხარის ყოველგვარი პროვოკაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული.
მაგრამ რაოდენ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, სროლების და მსხვერპლის შემდეგაც კი, უკვე დღეს ჩვენ მოვისმინეთ ერთდროულად სამი ცნობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოახლოებული მოლაპარაკებების შესახებ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრების, ასევე სახელმწიფო ლიდერების დონეზე.
იმედია, რომ საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი დაუყოვნებლად დაიწყება და მშვიდ გარემოში წარიმართება.”