"მეგობრობა ორმხრივია" - რუსეთის სათათბიროს სპიკერი აფხაზეთში ჩავიდა
სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი აფხაზეთში
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი აფხაზეთში ჩავიდა, რათა სახალხო კრების დეპუტატებთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გაემართა. ერთ კვირაში აფხაზი დეპუტატები განიხილავენ სკანდალური შეთანხმების რატიფიცირების საკითხს, რომელიც ბიჭვინთაში 186 ჰექტარი ფართობის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ეხება.
ამ კონტექსტში, ადგილობრივი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვოლოდინის განცხადება – „ჩვენ გვჯერა, რომ მეგობრობა ორმხრივია“ – არის მნიშვნელოვანი გზავნილი და ფარული საფრთხეც კი.
თუმცა, ვიზიტის ოფიციალური მიზანია სახელმწიფო დუმასა და სახალხო კრებას შორის თანამშრომლობის შესახებ საპარლამენტთაშორისო შეთანხმების ხელმოწერა.
აფხაზ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდინმა თქვა, რომ „დახურულ ფორმატში საუბარი ძალიან ნაყოფიერი იყო“.
„თუ გავითვალისწინებთ ჩვენს მოკავშირე ურთიერთობებს, ჩვენ უკეთ უნდა გავიცნოთ ერთმანეთი. ჩვენ უფრო უნდა გავაღრმაოთ ეს ურთიერთობები და უფრო ეფექტურად ვაშენოთ ის – ტემპს ჩვენი სახელმწიფოს მეთაურები ადგენენ, მთავრობები ამ მიმართულებით მუშაობენ. რაც შეეხება პარლამენტებს, ჩვენ დიდი ხანია ეფექტური კომუნიკაციები არ გვქონია.
განვითარება შესაძლებელია მხოლოდ ნდობის საფუძველზე. დიალოგის გარეშე ნდობის ჩამოყალიბება შეუძლებელია“, – განაცხადა ვოლოდინმა.
- რა ტერიტორიების და ობიექტების მიღება სურს რუსეთს აფხაზეთისგან. კომენტარი
- რამდენად გამართლებულია რუსული ინვესტიციები აფხაზეთში, როგორც ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის საშუალება
- აფხაზეთში საპროტესტო ამომრჩეველი სუვერენიტეტის იდეის გარშემო ერთიანდება
სახელმწიფო სათათბიროს კიდევ ერთმა სპიკერმა განაცხადა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია აფხაზეთისა და რუსეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია.
ამავდროულად, აფხაზეთის საექსპერტო საზოგადოება თანხმდება, რომ ვიაჩესლავ ვოლოდინის აფხაზეთში ვიზიტის მთავარი მიზანია დაარწმუნოს აფხაზი კოლეგები, რატიფიცირება მოახდინონ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის კანონპროექტის, რომელსაც ხელი 2022 წლის იანვარში მოეწერა.
და ეს იმის მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტში რუსეთის სასარგებლოდ გასხვისებული ტერიტორიის კოორდინატებში არასწორი მონაცემებია მითითებული. შედეგად, გადაცემული ფართობი შესამჩნევად აღემატება თავად სახელმწიფო აგარაკის ტერიტორიას – 343 ჰექტარი 186-ის ნაცვლად და ის იკავებს საკუთრივ აგარიკის გარდა ბიჭვინთის დანარჩენ ტერიტორიასაც.
მოსკოვი დაეთანხმა, რომ ეს შეცდომა იყო, მაგრამ არ სურდა დოკუმენტის შესწორება რატიფიკაციამდე. ის სთავაზობს ხელისუფლებას, რომ აფხაზეთმა მოახდინოს შეთანხმების რატიფიცირება ისე, როგორც არის, შემდეგ კი ცვლილებები შეიტანოს ცალკე რეზოლუციით.
ოფიციალურად აფხაზეთის ხელისუფლებას ჯერ არ გამოუთქვამს თავისი პოზიცია, თუმცა სოციალურ ქსელებში გამოჩნდა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის შესახებ შეთანხმების კანონპროექტის ორი ვერსიის ფოტოები
პირველი ვარიანტი არის კანონპროექტი ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ არსებული ფორმით.
მეორე ვარიანტი არის კანონი რატიფიკაციის შესახებ, რომელიც პირდაპირ მიუთითებს შემოთავაზებულ ცვლილებებზე.
ოპოზიციური ორგანიზაციის, „აფხაზთა სახალხო მოძრაობის“ უმაღლესი საბჭოს წევრი ომარ სმირი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
„რაც არ უნდა გულწრფელი იყოს კანონპროექტების ავტორთა განზრახვა, შეგახსენებთ, რომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემის შესახებ შეთანხმების 26-ე მუხლში წერია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა არ იწვევს ობიექტის საკუთრებაში გადაცემის პროცესის შეწყვეტას.”
როგორც სმირი წერს, ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს გარანტია იმისა, რომ შეთანხმება შეიძლება შეწყდეს და სახელმწიფო აგარაკი და ტერიტორია დაბრუნდეს, თუ რუსეთის ფედერაცია არ დაიცავს თამაშის წესებს.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო