ანალიზი: დილემა სომხეთის მოქალაქეებისთვის ყარაბაღში
ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის მოქალაქეობის დილემა
გასულ კვირას, პრაღის სამიტზე, აზერბაიჯანმა და სომხეთმა სიტყვიერად აღიარეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა ალიევსა და ფაშინიანს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.
ილჰამ ალიევის თქმით, ყარაბაღის სომხურ მოსახლეობასთან ურთიერთობის დარეგულირება აზერბაიჯანის შიდა საქმეა – ოფიციალური ბაქო ყარაბაღელ სომხებს აზერბაიჯანის მოქალაქეებად მიიჩნევს.
„სამხრეთ კავკასიის ანალიტიკური ცენტრი“ ყარაბაღში მცხოვრები სომხეთის მოქალაქეების პრობლემას ეხმაურება.
ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის მოქალაქეობის დილემა
- ტესტი ერთგულებასა და ალკოჰოლზე – როგორ გრძელდება ტურისტული სეზონი აფხაზეთში
- მოსაზრება: სომხეთში რუსული სკოლების გახსნაზე საუბარი ხელისუფლებაზე ერთგვარი ზეწოლის ფორმაა
ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის მოქალაქეობის დილემა
აზერბაიჯანულმა „სამხრეთ კავკასიის ანალიტიკურმა ცენტრმა“ (CSSC) გამოაქვეყნა მასალა, რომელიც აანალიზებს ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის პრობლემას.
როგორ დაიწყო ყველაფერი?
„1988 წელს, სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის დაწყებისთანავე, ფაქტობრივად, მოხდა მოსახლეობის იძულებითი “გაცვლა” ორ ქვეყანას (მაშინ ჯერ კიდევ სსრკ-ს საკავშირო რესპუბლიკებს) შორის. სომხეთის სსრ-ში მცხოვრები აზერბაიჯანელები ძირითადად აზერბაიჯანში დასახლდნენ, ხოლო სომხები, რომლებმაც დატოვეს აზერბაიჯანის სსრ, გახდნენ სომხეთის ან სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
მაგრამ ყარაბაღელი სომხებისთვის ეს პროცესი სხვა მიმართულებით განვითარდა: ისინი გახდნენ სომხეთის მოქალაქეები, მაგრამ ფიზიკურად განაგრძეს ცხოვრება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
1989 წლის პირველ დეკემბერს სომხეთის სსრ უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მთიანი ყარაბაღის სომხეთთან შეერთების შესახებ. ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამებოდა სსრკ-ს კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართალს. 1990 წლის ათ იანვარს, სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა, გადაწყვიტა შეეჩერებინა სომხეთის სსრ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება. შეჩერების შესახებ პრეზიდიუმის გადაწყვეტილებას ხელს მიხაილ გორბაჩოვი აწერდა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ყარაბაღის გაერთიანება სომხეთის სსრ-სთან აზერბაიჯანის სსრ-ს თანხმობის გარეშე ეწინააღმდეგება სსრკ-ს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.”
რა მოხდა 2003 წელს?
„მაგრამ, ამის მიუხედავად, სომხეთის პარლამენტის 1989 წლის დადგენილება კვლავ ძალაშია სომხეთის შიდა კანონმდებლობისთვის. ეს საკანონმდებლო აქტი არა მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის აქტია, არამედ ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას სომხეთის მოქალაქეობის მიღების უფლებასაც აძლევს.
სომხეთის კონსტიტუციაში აზერბაიჯანის ტერიტორიების ანექსიის ეს აქტი მხოლოდ ირიბად არის ნახსენები. 2003 წელს სომხეთის უმაღლესი საბჭოს ამ გადაწყვეტილებაზე მიუთითა სომხეთის უზენაესმა სასამართლომაც.
2003 წელს სომეხმა ოპოზიციონერთა ჯგუფმა შეიტანა სარჩელი უზენაეს სასამართლოში, რათა სასამართლოს რობერტ კოჩარიანის პრეზიდენტად არჩევა უკანონოდ ეცნო. სომხეთის კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით, სომხეთის პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც სომხეთში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. მაშინ სომხეთის უზენაესმა სასამართლომ სწორედ 1989 წლის 1 დეკემბრის პარლამენტის გადაწყვეტილების მიხედვით ცნო კოჩარიანის არჩევა კონსტიტუციურად, რადგან ყარაბაღი ლეგალურად სომხეთის ნაწილად მიიჩნია.”
იურიდიული ვაკუუმი
„ამჟამად, სომხეთის მოთხოვნა, სხვა სახელმწიფომ პატივი სცეს სხვა ტერიტორიაზე მცხოვრებ სომხეთის მოქალაქეებს, აბსურდულია. ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეების უფლებების განსახილველად, სომხეთმა უნდა გუუქმოს ამ ადამიანებს მოქალაქეობა არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების სიტყვებით, არამედ იურიდიულად. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, სომხეთის პარლამენტი ვალდებულია ბათილად სცნოს 1989 წლის პირველი დეკემბრის საკანონმდებლო აქტი.
სომხები ჰადრუთიდან და ყარაბაღის სხვა რაიონებიდან ახლა მძიმე მდგომარეობაში არიან სწორედ სომხეთის ასეთი პოლიტიკის გამო. ისინი იურიდიულ ვაკუუმში აღმოჩნდნენ. არ შეიძლება მათი აღიარება ლტოლვილებად, რადგან საერთაშორისო სამართალში ლტოლვილები არიან ადამიანები, რომლებიც იძულებულნი არიან გადავიდნენ ერთი ქვეყნის ტერიტორიიდან მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე. მაგრამ გადასვლის დროს ისინი უკვე სომხეთის მოქალაქეები იყვნენ და ახლა იმავე ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.
ისინი ასევე არ შეიძლება აღიარებულ იქნან იძულებით გადაადგილებულ პირებად. საერთაშორისო სამართალი ასეთ პირებად განიხილავს ადამიანებს, რომლებიც იძულებით გადაადგილებულნი არიან ქვეყნის ერთი კუთხიდან მეორეში. მაგრამ ყარაბაღი არ არის სომხეთის ტერიტორია“.
რა უნდა გავაკეთოთ?
„ახლა ჰადრუტისა და ყარაბაღის სხვა უბნების ყოფილ მცხოვრებლებს აქვთ არჩევანი: ან გააგრძელონ ცხოვრება სომხეთის მოქალაქეებად სომხეთში, ან მიიღონ ლტოლვილის სტატუსი.
ჰადრუტში და ყარაბაღის სხვა რაიონებში დასაბრუნებლად მათ უნდა დაამტკიცონ, რომ არ არიან სომხეთის მოქალაქეები, რადგან აზერბაიჯანის კანონმდებლობა ორმაგ მოქალაქეობას არ ცნობს. აზერბაიჯანის მოქალაქეობის მისაღებად შესაბამისი სამართლებრივი პროცედურა არსებობს.
თუ სომხეთის ხელმძღვანელობას სურს ამ ხალხის დახმარება, მაშინ პირველ რიგში მათ სომხეთის მოქალაქეობა უნდა ჩამოართვას. ამის შემდეგ ეს ადამიანები მოქალაქეობის არმქონედ ჩაითვლებიან აზერბაიჯანის ან სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობის მიღებამდე.“