აზერბაიჯანში წელს ოჯახური ძალადობის 558 შემთხვევა დაფიქსირდა
გაზიარება
გაზიარება
2018 წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანში 558 ოჯახური დანაშაული აღინიშნა. როგორც სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტი იუწყება, ეს 1,6%-ით ნაკლებია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
შემთხვევების 89,8 პროცენტში საქმე ეხება ჯანმრთელობისთვის ზიანის განზრახ მიყენებას. მარტივად რომ ითქვას – სერიოზული შედეგების გარეშე ცემას. 4,8% -ს შეადგენს გაცილებით სერიოზული დანაშაულები – განზრახ მკვლელობა ან მკვლელობის მცდელობა.
3,2% – ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის განზრახ მიყენება.
0,2% – თვითმკვლელობამდე მიყვანა.
და ბოლოს, 2% – სხვა დანაშაულები, რომლებიც არც ერთ ამ კატეგორიას არ განეკუთვნება.
ამავდროულად, არაფხიზელ მდგომარეობაში ჩადენილია ამ დანაშაულების მხოლოდ 7%.
ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დიდი ნაწილი ქალია -77,7%, 1,4% კი – ბავშვები და მოზარდები.
ამ სტატისტიკის გამოქვეყნებამდე არცთუ დიდი ხნით ადრე Facebook-ის აზერბაიჯანული სეგმენტი (ძირითადად სამოქალაქო აქტივისტები) მწვავედ განიხილავდნენ ჟურნალისტ ანარ გერაილის საქციელს. მისმა ფეხმძიმე ცოლმა ქმარი იმაში დაადანაშაულა, რომ მან მას პირდაპირ ქუჩაში სცემა, და ქალმა ამის შედეგად მიღებული ტრვმები და დალურჯებული ადგილები გამოაქვეყნა. გერაილის საქციელზე მსჯელობითა და დაგმობით დაკავებული ადამიანები (ძირითადად მისი ნაცნობები და კოლეგები)ყურადღებას იმაზე ამახვილებდნენ, რომ ამგვარი საქციელი ნებისმიერი ადამიანისგან მოსალოდნელი იყო, ოღონდ არა – ჟურნალისტისგან, რომელიც თავს პროგრესულ, ანუ პატრიარქალურობისგან შორს მდგომ ადამიანად წარმოაჩენდა.