ირანის და რუსეთის საგარეო მინისტრები საქართველოს "3+3" ფორმატში ჩართვის იმედს გამოთქვამენ
3+3 ფორმატის შეხვედრა
ირანის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი და სერგეი ლავროვი, საქართველოს “3+3” ფორმატში ჩართვის იმედს გამოთქვამენ. სერგეი ლავროვი ამას თბილისის ხელისუფლების “ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული” პოლიტიკით ხსნის, ხოლო ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ “საქართველოს კონსტრუქციული და ეფექტიანი მონაწილეობის მომსწრე გავხდებით.”
3+3-ის ფორმატის მორიგი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ირანში გაიმართა. როგორც ლავროვმა აღნიშნა, შეხვედრის ფარგლებში ყველა მონაწილე მხარემ თქვა, რომ პლატფორმაში მონაწილეობისთვის საქართველოს კარი ღია რჩება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 23 ოქტომბერს განაცხადეს, რომ ქვეყანა თეირანში „3+3“ ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საქართველოს აქამდეც არ მიუღია მონაწილეობა აღნიშნული ფორმატის არც ერთ შეხვედრაში.
ლავროვის განცხადება
“თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება, როგორც აქამდეც მრავალჯერ დაამტკიცეს, საკუთარ ყველა ქმედებაში პირველ რიგში გამომდინარეობს ძირეული ეროვნული ინტერესებიდან. ეს მაძლევს საფუძველს ვივარაუდო, რომ 3+3-ის სრულფასოვანი ფორმატი, შესაძლოა, ახლო მომავალში ამოქმედდეს”. – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის განცხადება
“ვიმედოვნებთ მომდევნო შეხვედრებში, რომლებიც სამხრეთ კავკასიის პრობლემების განხილვას დაეთმობა, საქართველოს კონსტრუქციული და ეფექტიანი მონაწილეობის მომსწრე გავხდებით”. – თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
● საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორი ჰყავს: ჩინეთთან მეგობრობის რისკები და შესაძლებლობები
● საქართველომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ეკონომიკურ პარტნიორობაზე შეთანხმება დადო
● მიკროჩიპებიდან ავტომობილებამდე: როგორ ეხმარებიან რუსეთს მეზობლები სანქციების გვერდის ავლაში
რას ნიშნავს 3+3
სამხრეთ კავკასიაში „მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის“ ანუ “3+3”-ის იდეა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსეკუთვნის.
ინიციატივით 2020 წელს შეიქმნა. აღნიშნულ ფორმატში შეხვედრა პირველად 2021 წელს გაიმართა და საქართველო არც მაშინ დასწრებია.
კავკასიის რეგიონის ექვსი ერის პლატფორმის შექმნის იდეით ერდოღანი 2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ გამოვიდა.
იდეის თანახმად, ფორმატში თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის ხელისუფლებებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა, რათა – როგორც ეროღანი ამბობს – რეგიონში მშვიდობა დამყარდეს. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარება რეგიონული კოოპერაციითაა შესაძლებელი და ეს მთელი მსოფლიოსთვის სასიკეთო იქნება.
თურქეთის ამ ინიციატივას პოზიტიურად ეხმაურება კრემლი, რომელიც ღიად უჭერს მხარს საქართველოს ჩართვას ამ ინიციატივაში. 2023 წლის მარტში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ოფიციალური თბილისი ჯერ კიდევ ფიქრობს შეუერთდეს თუ არა 3+3 ფორმატს. ლავროვის ამ განცხადებამ დიდი ხმაური გამოიწვია პროდასავლურად განწყობილი ქართული პოლიტიკური პარტიებისა თუ სამოქალაქო სექტორის რიგებში, რადგან ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საქართველოს ჩართვას ანტიდასავლურ პლატფორმებში.
თავდაპირველად, ოფიციალური თბილისი აცხადებდა, რომ საქართველომ “რაღაც ფორმით უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ფორმატში, რათა რეგიონში ქვეყანამ ფუნქცია არ დაკარგოს”.
თუმცა, ამ ეტაპამდე ოფიციალურ თბილისს არ მიუღია მონაწილეობა ამ ფორმატის შეხვედრებში.
● რუსული სამთავრობო მედია: საქართველო ირჩევს რუსეთს და საკუთარ მომავალს
● პრეზიდენტის მიმართვა დამოუკიდებლობის დღეზე: საზოგადოება არ დათმობს ევროპულ არჩევანს. კიდევ რა თქვა ზურაბიშვილმა