28 ფოტო ბაქოს „ახალი ბაზრიდან“
„თეზე ბაზარი“ (ანუ „ახალი ბაზარი“) ბაქოს ერთ-ერთი უძველესი სავაჭრო ობიექტია. ამბობენ, რომ აქ „ყველაფერია, რაც ადამიანს შეიძლება დასჭირდეს“ – შინაური ცხოველები, ანტიკვარიატი, ხორცი, თევზი და ათასი წვრილმანი. საბჭოთა კავშირის ეპოქაშიც კი ასე იყო – მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში კერძო პირის მიერ საქონლის გადაყიდვა დანაშაულად ითვლებოდა. ზოგიერთი უცხოური საქონელი „თეზე ბაზარში“ მალულად იყიდებოდა.
ძია ჰუსეინი ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე კაფეში მუშაობს და უკვე არაერთი წელია, რაც აქაურ გამყიდვლებსა და მყიდველებს ემსახურება. მისი თქმით, ზოგჯერ ამ კაფეში გამვლელი ტურისტებიც შემოდიან და აქ ან სადილობენ, ან უბრალოდ ჩაის სვამენ ხოლმე.
|
ყველაზე მეტი მყიდველი ხორცისა და თევზის განყოფილებებში ფიქსირდება. ამ ბაზრის კიდევ ერთ თავისებურებას მაწანწალა მოვაჭრეები წარმოადგენენ, რომლებიც პოტენციურ მყიდველებს ხიზილალას, ან სათალს სთავაზობენ. ტუკი მყიდველი მოინდომებს, მის თევზს აქვე გაასუფთავებენ და მოამზადებენ.
უკვე დაახლოებით 20 წელია, რაც აღასი ამ ბაზარში სხვადასხვა წვრილმანით ვაჭრობს. იგი აღნიშნავს, რომ ექსკლუზიური მყიდველები ჰყავს და იქვე ამატებს: «კლიენტის ნდობის მოსაპოვებლად ის საქონელი უნდა იშოვო, რომელიც მას სჭირდება. თუკი ასეთი საქონელი არ გაგაჩნია, ხელი არ უნდა ჩაიქნიო. უბრალოდ, სთხოვე, ცოტა დრო მოგცეს და დაპირდი, რომ იპოვი იმას, რასაც ის ეძებს. და თუკი პირობას, დადებ, აუცილებლად უნდა შეასრულო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ძალიან კარგია, თუკი ბაზარში მუშაობის დიდი გამოცდილება გაქვს და აქ ყველას იცნობ».
აღასის მსგავსად, გამოცდილი მოვაჭრე ვაჰიდიც აღნიშნავს, რომ ხარისხიან საქონელს „განსაკუთრებული“, ნაცნობი კლიენტებისთვის ინახება ხოლმე. ასეთი „სქემა“ მოქმედებს ხორცის, თევზისა და სხვა მსგავსი პროდუქტების შემთხვევაში: «მყიდველს ვურეკავთ და ვეუბნებით, რომ კარგი საქონელი მივიღეთ და ყიდვას ვთავაზობთ ხოლმე» – და ასეთი „ყურადღების“ გამო ექსკლუზიური მყიდველებისთვის დაწესებული ფასი ოდნავ აღემატება სტანდარტულ ტარიფებს.
|
ზოგიერთი გამყიდველი იმდენად ეჩვევა ბაზარს, რომ გასაყიდი საქონლის სრულად გასაღების შემდეგაც აქ ზის. მოვაჭრეები იკრიბებიან და ან ჩაის სვამენ, ან უბრალოდ ვაჭრობის დეტალებს განიხილავენ ხოლმე.
ძია აზიზი, რომელიც დაახლოებით ოცდაათი წელია, რაც ამ ბაზარში ანტიკვარიატითა და, უბრალოდ, ძველი ნივთებით ვაჭრობს, კლიენტების უკმარისობას ნამდვილად არ განიცდის. რა თქმა უნდა, ვინტაჟი და ანტიკვარიატი პირველადი საჭიროების საქონლის კატეგორიას არ განეკუთვნება და მათზე მოთხოვნაც ყოველდღიური არ არის, მაგრამ ზოგჯერ კლიენტები შეთქმულებივით იქცევიან და ყველაფერს ერთ დღეში ყიდულობენ. «დიდი ხანია, რა აქ ვმუშაობ. ყველა მიცნობს და იმ მყიდველებს, რომლებიც რაიმე ძველი ნივთს ეძებენ, ჩემთან აგზავნიან ხოლმე».
რას არ ნახავთ ძია აზიზის დახლზე – აქ ყველაფერია სამოვრებით დაწყებული, და ძველებური კასეტებითა და ფოტოაპარატებით დამთავრებული. მან რამდენჯერმე შეგვახსენა, თუკი ვინმე რაიმე ძველი ნივთის გაყიდვას დააპირებს, არ დამივიწყოთ და დამაკავშირეთო.
|
არსებობს ანდაზა, რომლის მიხედვითაც კარგი საქონლის შესაძენად ბაზარში მზის ამოსვლამდე უნდა მიხვიდე.