218 ახალი შემთხვევა და სამი გარდაცვლილი. ვირუსის ახალი ანტირეკორდი საქართველოში
გაზიარება
გაზიარება
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი და გამოჯანმრთელდა – 40.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 3 913 პირს დაუდასტურდა, მათგან 1 574 გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.
რეგიონების მიხედვით, 22 სექტემბრის ინფიცირების შემთხვევები ასე გადანაწილდა:
თბილისი – 47;
იმერეთი – 26;
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 6;
გურია – 2.
ამ დროის მონაცემებით, კრიტიკული მძიმე პაციენტების რაოდენობა 16-ია.
გარდაცვლილი პაციენტებიდან ერთი, 78 წლის ქალი, ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” მკურნალობდა. ქუთაისში იგი ბათუმიდან, მოხუცებულთა სახლიდან გადმოიყვანეს. ასაკოვან ქალს რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
მეორე გარდაცვლილსი, იგი 67 წლის მამაკაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პაციენტი კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 სექტემბერს გადაიყვანეს, იგი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. პაციენტს ჰქონდა რამდენიმე თანმხლები დაავადება – შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმა. ანამნეზიდან გაირკვა, რომ 2020 წლის აგვისტოში მას გადატანილი ქონდა ჰემორაგიული ინსულტი.
კიდევ ერთი გარდაცვლილი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტი იყო.
„ამ დროისათვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ერთი მათგანი მართვით სუნთქვაზეა. ექვსს კი მუდმივად ჟანგბადი მიეწოდება”,- განაცხადეს კლინიკაში.