2016 წელს ერთ წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა 4%-მდე შემცირდა
გაზიარება
გაზიარება
სომხეთში ბოლო ათი წლის განმავლობაში ბავშვთა სიკვდილიანობის დონემ იკლო. 1000 ბავშვიდან ერთ წლამდე ასაკში 8 იღუპება.
ჯანმრთელობის სამინისტროს დედისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის განყოფილების ხელმძღვანელის, გაიანე ავაკიანის სიტყვებით, სომხეთი დღეს ბავშვთა დაბალი სიკვდილიანობის ქვყნების რიცხვში შედის, ხოლო СНГ-ს ქვეყნებს შორის მას ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.
თანაც ამ მაჩვენებლის მიხედვით, მხედველობაში მიიღებიან 500 გრამზე ნაკლებწონიანი ახალშობილებიც, რომელთა შორის სიკვდილიანობა საკმაოდ ხშირია. წინათ კი ამ მაჩვენებლის გამოთვლისას ითვალისწინებდნენ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებიც დაბადებისას 1 კგ-ზე მეტს არ იწონიდნენ.
2016 წელს იანვარ-დეკემბერში აღინიშნა
356 ერთ წლამდე ბავშვის სიკვდილის შემთხვევა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 4%-ით ნაკლებია;
4 წლამდე 411 ბავშვის სიკვდილი, რაც გასული წლის მონაცემთან შედარებით 5,5%-ით ნაკლებია;
მკვდრადშობილი ბავშვების რიცხვის 14%-ით შემცირება, მთლიანობაში – 688 შემთხვევა.
სომხეთში ბავშვთა სიკვდილიანობის დონის შემცირებას ხელს უწყობს მშობიარობის სისტემისა და და ბავშვთა სახელმწოფო დაზღვევის დანერგვა, რის წყალობითაც ქალებისთვის სამედიცინო დახმარება უფრო ხელმისაწვდომი გახდა.
გაიანე ავაკიანის თქმით, ბოლო 15 წლის განმავლობაში სომხეთში 4-ჯერ შემცირდა მშობიარობის ხელოვნურად შეწყვეტის შემთხვევები: 2000 წელს ერთ ქალზე 2,6 აბორტი მოდიოდა, 2015 კი – 0,6. შემცირდა ასევე სელექციური აბორტებსი რიცხვიც. 2000 წელს 100 ახალშობილ გოგონაზე 120 ახალშობილი ვაჟი მოდიოდა, 2016 წელს კი ეს შესაბამისობა 100-112-თან იყო.
ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, სომხეთში 40 638 ბავშვი დაიბადა; რომელთა შორის 21 459 ვაჟია, 19 179 კი- გოგონა.