ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელებს საქართველოში შეკერილი ფორმა აცვიათ
გაზიარება
გაზიარება
მას შემდეგ, რაც ხორვატიის ნაკრებმა რუსეთის გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხა, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ხორვატიის ნაკრების ფორმის ფოტოები, სადაც აღნიშნულია, რომ ეს ფორმა საქართველოშია შეკერილი.
ამ ინფორმაციას NIKE-ის ოფიციალური საიტიც ადასტურებს. საიტზე ხორვატიის ნაკრების ფორმის ფოტოებია, სადაც იარლიყზე წერია “Made in Georgia”
კომპანია “აჭარა ტექსტილი” თურქული ინვესტიციით 2008 წელს, ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე დაფუძნდა და დღემდე საქართველოში 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანია სპორტულ ტანსაცმელს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს უკერავს, როგორიც არის Puma, Nike, New Balance, Lotto, Erima. ყველას იარლიყზე მითითებული აქვს “დამზადებულია საქართველოში”.
კომპანიას საქართველოს მასშტაბით სამი სამრეწველო ფაბრიკა აქვს – ქობულეთში, ბათუმში და ფოთში.
ფაბრიკა “აჭარა ტექსტილი” ქობულეთში. ფოტო: წყარო – on.ge
ხორვატიის ნაკრების გარდა, საქართველოში შეკერილი ფორმა აცვია ასევე იტალიის საფეხბურთო ნაკრებსაც და ასევე რამდენიმე ევროპული საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელებს.