წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და საპარლამენტო არჩევნების დღეს სომხეთში ცხელი ხაზი ამოქმედდება
გაზიარება
გაზიარება
2017 წლის 5 მარტს სომხეთში სტარტს იღებს აპრილში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია. პირველივე დღიდან 09:00-დან 18:00-მდე, არჩევნების დღეს კი – მთელი დღე-ღამის განმავლობაში სომხეთის გენერალურ პროკურატურაში ამოქმედდება ცხელი ხაზი (+37410) 511-603. ის იმოქმედებს „საარჩევნო ხასიათის დანაშაულების შესამოწმებლად, ასევე მათ გასახსნელად სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებათა ეფექტურობის ასამაღლებლად“.
მასობრივი საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ დაინტერესებულ პირებს ცხელი ხაზის საშუალებით აშკარა საარჩევნო დანაშაულების შესახებ სარწმუნო ცნობების შეტყობინება შეეძლებათ.
საგანგებო სამუშაო ჯგუფმა, 2017 წლის 4 მარტის სიტუაციის მიხედვით, უკვე შეისწავლა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებული 79 შეტყობინება სავარაუდო საარჩევნო დარღვევების შესახებ, ასევე პოლიციაში შესული ერთი ანონიმური შეტყობინება.
გენპროკურატურაში იტყობინებიან, რომ „ შესწავლილი 80 შეტყობინებიდან მხოლოდ 19 შეიცავდა აშკარა საარჩევნო ხასიათის დარღვევის ნიშნებს… 19-დან 14 შეტყობინება აშკარად საარჩევნო მოქრთამვის შემთხვევებს ეხებოდა, 5 მათგანი იყო – მოქალაქეების თავისუფალი ნების გამოხატვისთვის ხელის შეშლის შემთხვევა“.