ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტი თეატრში სპექტაკლზე არ შეუშვეს
გაზიარება
გაზიარება
ხადიჯა ისმაილი, ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, პრეზიდენტ ალიევის ბიზნესის შესახებ რამდენიმე სკანდალური მხილების ავტორი იძულებული გახდა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის შენობა დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც წარმოდგენაზე მისი დასწრების შემთხვევაში, სპექტაკლის შესაძლო ჩაშლის თაობაზე გამაფრთხილებელი ბარათი მიიღო.
ხადიჯა მიწვეული იყო სპექტაკლის პრემიერაზე – „თაგვებისა და ადამიანების შესახებ“, რომელიც ამერიკელი მწერლის, ჯონ სტეინბეკის მოთხრობის მიხედვით დაიდგა. სპექტაკლი თავისი ერთი წლისთავის აღსანიშნავად დადგა თეატრმა „ესამ“, რომელიც იმით არის ცნობილი, რომ მისი მსახიობების უმეტესობა შეზღუდული შესაძლებლობის პირია (სიტყვა „ესა“ ითარგმნება როგორც „ყავარჯენი“, „ინვალიდის ჯოხი“). სპექტაკლის ერთ-ერთი სპონსორი იყო აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩო.
თუმცა, თეატრის შესასვლელში ჟურნალისტს გამაფრთხილებელი ბარათი ელოდა, რომ სპექტაკლი გადაიდებოდა, თუკი ის დარბაზში, მაყურებლებს შორის იქნებოდა. ხადიჯა ისმაილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ეს მითითება მიიღო იუსიფ მამედალიავისგან, აზებაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევას თანაშემწისგან, რომელიც ასევე იყო მაყურებლებს შორის და ხადიჯა მაშინ დაინახა, როდესაც ის მანქანიდან გადადიოდა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ამავე სპექტაკლზე მიწვეული იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი ლეილა ალიევაც.
„არ მინდოდა ღონისძიება ჩაშლილიყო, ამიტომაც თეატრის დატოვება გადავწყვიტე. რამდენიმე ჩემმა კოლეგამ, სოლიდარობის ნიშნად, ასევე დატოვა დარბაზი. მათ ყავის დასალევად მივიწვევდი სადმე, მაგრამ, ვშიშობ, ჩვენი იქ მისვლის შემდეგ კაფეს დაკეტავენ“, – წერს ხაჯიდა.
აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩმა რობერტ სეკუტამ ხაჯიდა ისმაილს დაურეკა და უთხრა, რომ ამ ინციდენტისგან ძალიან იმედგაცრუებულია.
თეატრი „ესას“ დირექტორმა და მსახიობმა ორჰან ადიგიოზალმა meydan.tv-ს განუცხადაა, რომ ამ ინციდენტის საქმის კურსში არ იყო.
„ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, ჩემთვის გაუგებარია, ასეთი რამ რატომ უნდა მომხდარიყო“ – თავად ხადიჯამ ჩვენს კითხვაზე პასუხად თქვა, რომ თეატრის დასს არაფერში ადანაშაულებს.