წელს აზერბაიჯანის პარაოლიმპიურ კომიტეტს ოცი წელი უსრულდება. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ბაქოს ბულვარში სპორტული ცეკვების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იმ პირებისთვის, რომლებიც ეტლებს იყენებენ. მოწვეულები იყვნენ წყვილები ყაზახეთიდან, საქართველოდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან.