შეიარაღებული თავდასხმა სომხეთის ერთ-ერთ ბანკზე: გატაცებულია დიდი ოდენობით თანხა
გაზიარება
გაზიარება
უცნობი პირები ერევნის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე ბანკს თავს დაესხნენ, და მსხვილი თანხა გაიტაცეს.
სომხეთის პოლიცია იუწყება, რომ ბაგრამიანის ქუჩაზე მდებარე ВТБ ბანკის ფილიალში, წინასწარი მონაცემებით, ორი პირი შეიჭრა. ისინი თანამშრომლებს იარაღით ემუქრებოდნენ და გაიტაცეს სხვადასხვა ვალუტის კუპიურები, რომელთა საერთო ღირებულება 8,5 მილიონ დრამს (დაახლოებით $17 500) შეადგენს.
მძარცველების ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია. როგორც პოლიცია იუწყება, მოცემულ მომენტში მათი იდენტიფიკაციისა და ძიების სამუშაო მიმდინარეობს. დანაშაულის ადგილას ჩატარდა ჩხრეკა, ამოღებულია ბანკში არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. აღძრულია სისიხლის სამართლის საქმე.
როგორც ბანკში აცხადებენ, თანამშრომლები და კლიენტები არ დაზარალებულან.