ბაქოში თურქულენოვანი სახელმწიფოების სამიტი იმართება
ბაქოში თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს VII საიუბილეო სამიტი ტარდება. 14-15 ოქტომბერს თურქეთის საბჭოს წევრი ქვეყნების მეთაურები და წარმომადგენლები ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ მსჯელობენ. ასევე, მათ „კომპანიაში“ მიიღეს უზბეკეთი, ერდოღანმა კი განაცხადა, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებაზე უარის თქმას არ აპირებს.
თურქული საბჭო – საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც თანამედროვე თურქულ სახელმწიფოებს აერთიანებს. 2009 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის მთავარ მიზანს წევრ-ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს.
• „მარტის სისხლისღვრის“ 100 წლისთავი ბაქოში
• ჩემი გერმანული სახლი საქართველოს ქალაქ ბოლნისში
რა მოხდა საინტერესო სამიტზე
ახლანდელ სამიტზე თურქულ საბჭოში ახალი ქვეყანა – უზბეკეთი მიიღეს. ამრიგად ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების რიცხვი ხუთი გახდა: აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქეთი და უზბეკეთი; პლუს დამკვირვებელ ქვეყნად უნგრეთი მიიღეს.
რიგში დგას თურქმენეთი, რომელიც ჯერჯერობით საბჭოს წევრი არ არის.
მაგრამ განსაკუთრებულად საინტერესოა, რომ სამიტი – თურქეთის პრეზიდენტის რეჯიპ ტაიპ ერდოღანის უცხოეთში პირველი მოგზაურობაა, მას შემდეგ, რაც მან სირიაში ჯარი შეიყვანა, და რითაც მსოფლიოში ბევრი აღაშფოთა.
• აზერბაიჯანმა სირიაში თურქეთის ოპერაციას მხარი დაუჭირა
• სომხეთმა თურქეთის მიერ სირიაზე სამხედრო თავდასხმა დაგმო
სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა ევროპის კავშირი და არაბული სახელმწიფოების ლიგა გააკრიტიკა და თქვა, რომ თურქული სამყარო ტერორისგან ყველაზე მეტად დაზარალდა.
მათ მიერ დაწყებული ოპერაციის „მშვიდობის წყარო“-ს თაობაზე ერდოღანმა განაცხადა:
„რაც უნდა თქვათ, ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე უარს არ ვიტყვით. ჩვენს ერთადერთ მიზანს რეგიონის PYD/YPG-სა და ისლამური სახელმწიფოსგან [ტერორისტული ორგანიზაციები – რედაქციის შენიშვნა] გაწმენდა წარმოადგენს.“
ერდოღანმა თავის სიტყვა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის აზერბაიჯანელი იდეოლოგის მამედ ემინ რასულზადეს გამონათქვამით დაასრულა: „ერთხელ აღმართული ალამი საუკუნოდ არ დაეშვება!“
ეს სამიტი გადადგომის შემდეგ „საზოგადოებაში პირველ გასვლად“ იქცა ასევე ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევისთვის.