აზერბაიჯანში 1990 წელს მომხდარიტრაგედიის მსხვერპლებს იხსენებენ.
1990 წლის 19 იანვრიდან 20 იანვრამდე ღამით ბაქოსა და აზერბაიჯანის სხვა ქალაქებში საბჭოთა ჯარის რამდენიმე ქვედანაყოფი შევიდა, რათა სახალხო მოძრაობა დამოუკიდებლობისთვის ჩაეხშოთ და საგანგებო მდგომარეობა შემოეღოთ.
ეს სსრკ-ში კრიზისის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის ნიადაგზე კონფლიქტის ესაკალაციისა და აზერბაიჯანში ყარაბაღის კონფქლიქტთან დაკავშირებით საბჭოთა ხელისუფლების პოზიციით მზარდი უკმაყოფილების ფონზე ხდებოდა. იმ დროს ბაქოში ყოველდღიურად მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგები იმართებოდა. ამ ყველაფრის აღსაკვეთად ბაქოში ჯარი შევიდა. ოფიციალური მონაცემებით, ამ ღამეს 133-დან 147 ადამიანამდე დაიღუპა და ასობით ადამიანი დაიჭრა – ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა.
1994 წელს უკვე დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პროკურატურამ ტრაგედიაში დამნაშავედ რამდენიმე მაღალი ჩინის საბჭოთა პირი ცნო, სსრკ-ს პრეზიდენტის მიხაილ გორბაჩოვის ჩათვლით. მაგრამ ამ ფაქტის გამო, არავინ დასჯილა.
20 იანვარი აზერბაიჯანში – გლოვის დღეა. ამ დღეს ქვეყნის ოფიციალური პირები, დიპლომატები და რიგითი მოქალაქეები შეჰიდების ხეივანში ტრაგედიის მსხვერპლთა მოსაგონრად მიდიან.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოვიდა განცხადებით, რომელშიც გაიხსენა, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები (აზერბაიჯანის ოფიციალური ვერსიის მიხედვით).
„ამ დანაშაულისთვის ყოფილ საბჭოთა ხელმძღვანელობას უშუალო პასუხისმგებლობა აკისრია. საერთაშორისო სამართლის თანახმად, 20 იანვრის მოვლენები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა იყოს შეფასებული, მისი ინიციატორები და შემსრულებლები კი უნდა დაისაჯონ“, – ნათქვამია განცხადების ბოლოს.
ბაქოში შეჰიდების ხეივანში ყოველწლიურად მრავალათასიანი მსვლელობა იმართება.
გარშემო ტრანსპორტისთვის გზა იკეტება
აქვე იყიდება ყვავილები – წითელი მიხაკები, რომლებიც 1990 წლიდან აზერბაიჯანში გლოვის სიმბოლოდ იქცა