კლუბი „პორტალი“ – ვლადიკავკაზში სახელგანთქმულია. ოფიციალურად, ეს კლუბი კი არა, „შემოქმედებითი გაერთიანებაა“. და ასეც არის – შემოქმედებითი ადამიანების გაერთიანება, რომლებსაც ისეთი ადგილის შექმნა სურდათ, სადაც ბევრი სხვა შემოქმედებით ადამიანი შეიკრიებებოდა.
ყველაფერი იმით დაიწყო,რომ ორი წლის წინათ მხატვარმა ალბერ ტოგოევმა, რომელიც იმხანად შეჩერებულ მშენებლობაზე დარაჯად მუშაობდა, ასევე მხატვარი მეგობრები მიიწვია თავისი პატარა დარაჯის ოთახის მისახატად.
ბევრი წლის წინათ შეჩერებული სამშენებლო მოედანი ჩრდილოეთი ოსეთის ეროვნული მუზეუმის ტერიტორიაზე მდებარეობს. ძალიან მალე მშენებლობის მთელი ეს სივრცე გიგანტური გრაფიტით შეივსო, ძირითადად, ეროვნულ თემატიკაზე.
ასე რომ, „პორტალის“ შესასვლელს ამშვენებს სოსლან მოურაოვის დიდი პორტრეტი – ხის ხელოსნის, რომელიც ეროვნული, ოსური მუსიკალური ინსტრუმენტების აღორძინებით იყო ცნობილი.
მაგრამ „პორტალში“ მთავარი გრაფიტი კი არა, საზოგადოებრივი საქმიანობაა, რომელსაც „შემოქმედებითი ლაბორატორიის“ მონაწილეები ეწევიან. კერძოდ:
[yes_list]
უჩვენებენ სამეცნიერო-პოპულარულ ფილმებს;
კითხულობენ ლექციებს ხელოვნებაზე;
რეპეტიციებს უტარებენ თეატრალურ ჯგუფებსა და მუსიკოსებს.
[/yes_list]
საღამოობით კი უბრალოდ „პორტალის“ ეზოში კოცონთან სხედან და საუბრობენ.
„პორტალის“ განსაკუთრებულ სიამაყედ იქცა „თავისუფალ ხელოსანთა ბაზრობა“ სახელად „Hikond“, რაც ოსურიდან ითარგმნება როგორც – „საკუთარი ხელით გაკეთებული“.
„პორტალში“ ბაზრობა უკვე ხუთჯერ ჩატარდა, და ყოველ ჯერზე მისკენ ათასობით ადამიანს იზიდავდა; თანაც ქალაქის ხელისუფლებისგან „ლაბორანტებს“ არასდროს მიუღიათ რაიმე სახის მხარდაჭერა.
ეს ადგილი მთელს ჩრდილოეთ ოსეთში ასეთი სახელგანთქმული იქნებ იმიტომაც გახდა, რომ მან როგორღაც შეძლო, რომ თანამედროვე ხელოვნება ეროვნული მოთხოვნებისთვის მიესადაგებინა
თუმცა, ის ამჯერად სიძნელეებს განიცდის. 2016 წლის დეკემბერში ჩრდილოეთი ოსეთის ხელისუფლებამ ეროვნული მუზეუმის შენობაში სამშენებლო სამუშაოების განახლების შესახებ განაცხადა და „პორტალს“ საფრთხე დაემუქრა.
ახალგზარდებმა საპასუხოდ, ამ ახალგაზრდული კლუბის მუზეუმთან ინტეგრირების პროექტი შეიმუშავეს. მათი ჩანაფიქრის მიხედვით, „პორტალი“ჩრდილოეთი ოსეთის ეროვნულ მუზეუმთან არსებული თანამედროვე ხელოვნების განყოფილება შეიძლება გახდეს.
მაგრამ ამ წინადადებას მუზეუმის ხელმძღვანელობამ მკვეთრი უარით უპასუხა. 8 მარტს „პორტალში“ Hikond-ის გამოსამშვიდობებელი ბაზრობა გაიმართა, რის შემდეგაც შემოქმედებითი გაერთიანების წევრებმა მშენებლობის ტერიტორია უნდა დატოვონ. „პორტალის“ მომავალი ჯერ გაურკვეველია.