თანამედროვე ხელოვნება კავკასიაში არქივი- 21.09.2017 ფილმი ოს მხატვარ ქალზე, რომელიც კონფლიქტის ზონაში, ქართულ სოფელში ცხოვრობს ნატალია შტიკოვა გაზიარება გაზიარება ეს ფილმი იმაზეა, თუ როგორ ცხოვრობს ოსი მხატვარი ევა ელიზაროვა-კუდუხაშვილი კონფლიქტის ზონაში, გორის რაიონის ქართულ სოფელში. რამდენიმე ციტატა ფილმიდან: “როდესაც ქართველებისა და ოსების დაპირისპირება დაიწყო, ჩემი ძმა ვლადიკავკაზში გაემგზავრა და ჩვენ მას ყველა ღირებული ნივთი გავატანეთ – ავეჯიც კი”. “მამაჩემის საფლავი საზღვრის იქითა მხარეს [სამხრეთ ოსეთში] დარჩა”. “სოფელში ქართველები და ოსები ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ ამჟამად აქ ძალიან ცოტა ოსი დარჩა”. “ამ ეკლესიაში ხალხი იშვიათად დადის, რადგან ზედ საზღვარზეა და ეშინიათ, რუსებმა არ გაიტაცონ”. “გადავწყვიტე, შვილები არ გამეჩინა – ჩემი ცხოვრება ფერწერისთვის რომ მიმეძღვნა”. “ყოველთვის წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ ვიღაც განუწყვეტლივ იღებდა ფილმს ჩემს შესახებ, და ამიტომ, ვცდილობდი, კარგად მოვქცეულიყავი და კარგად მესწავლა”. “ჩემი ნახატები კოსმოექსპრესიონიზმის ტექნიკით შესრულებული მშვენიერი, ფასადაუდებელი ფერწერის ნიმუშებია. ხატვის ეს სტილი თავად გამოვიგონე”.
მოსაზრება: რუსთაველის გამზირი არის საზოგადოების არშეგუებისა და წინააღმდეგობის ყველაზე კარგად გამოხატული მოვლენა
საქართველოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელის, მაკა ასათიანის ოჯახის ბიზნესპარტნიორი ГРУ-ს გენერლის შვილია
ელექტროენერგიის მიწოდების ახალი პირობები აფხაზეთში: აბონენტებს მხოლოდ ვალდებულებები აქვთ და არა უფლებები
პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბრალი წარუდგინა. ღარიბაშვილს გირაოს სახით 1 მილიონ ლარს სთხოვენ
ამორი: არ შეიძლება პარიზის მოდის კვირეულზე იმყოფებოდე, როცა ქართველებს სირთულეების ატანა უწევთ - სანქციების დიდ სიას ველოდებით