ომზე საუბრისას ერშადი ხშირად იხსენებს ჩვეულებრივ ადამიანებს – რუს ჯარისკაცს, რომელმაც ბრძოლის დროს დაჭრილი ერშადი გადამალა, შემდეგ კი მის გადასარჩენად დაბრუნდა. იგი იხსენებს ჯარის ამხანაგებს, რომლებიც ომის დროს დახოცეს და სამხედრო ჰოსპიტალში მომუშავე ექიმს, რომელიც მისი თანამემამულე აღმოჩნდა.
ერშად ჯაბაროვი 1923 წლის 27 ივნისს, აზერბაიჯანის გუბადლინის რაიონის სოფელ აშაღი მოლუში დაიბადა. 1942 წელს ერშადი ფრონტზე გაიწვიეს მან თითქმის 4 წელი იომა, რომელთაგანაც 11 თვე სამხედრო ჰოსპიტალში გაატარა მას შემდეგ, რაც მძიმედ დაიჭრა. იგი ბერლინამდე ჩავიდა, შემდეგ კი მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, სადაც დიდი ხნის განმავლობაში კოლმეურნეობის თავმჯდომარედ მუშაობდა. 1993 წელს, ყარაბაღის კონფლიქტის გამო, ის იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა და ბაქოში მოუწია გადასვლა.
ამჟამად ერშადი ბაქოს მახლობლად, სოელ ფატმაიში ცხოვრობს. ცხოვრებას არ უჩივის. შვილები და შვილიშვილები ეხმარებიან. ის ამბობს, რომ მისი პენსია სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა ნორმალურად იცხოვროს. მას, როგორც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ავტომანქანაც კი აჩუქეს (ამჟამად ამ ავტომობილს მისი შვილიშვილი მართავს, იმიტომ რომ ერშადი უკვე 94 წელისაა და მანქანის მართვა აღარ შეუძლია).
ერშადს სამი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი ჰყავს. ყველა მათგანი დაოჯახებულია. მისი მეოთხე ვაჟი ორმოცდაორი წლის ასაკში გარდაიცვალა.