ქოსფლეი ბაქოში: ტრამპიდან „შეშლილ მექუდემდე“
„ქოსფლეიფესტივალების“ ხშირი სტუმრებისა და მონაწილეების თქმით, წელს „აზე-კონმა“ უფრო მაღალ დონეს მიაღწია. ოდესღაც ეს ღონისძიება უბრალო წვეულებას წარმოადგენდა, რომელიც კომიქსებისა და ანიმეს მოყვარულების ვიწრო წრისთვის იმართებოდა, ამჟამად კი „აზეკონი“ მასშტაბური კოსტიუმირებული ღონისძიებაა.
პირდაპირი მნიშვნელობით, ქოსფლეი“ კოსტიუმირებული თამაშია და ფილმების, თამაშების, წიგნების, კომიქსების, სხვა მხატვრული და არამხატვრული ფორმებისა თუ კატეგორიების პერსონაჟების კოსტიუმების დამზადებისა და ჩაცმის ხელოვნებას წარმოადგენს. ეს ჰობი მთელ მსოფლიოშია პოპულარული. საუკეთესო ქოსფლეიერები ცდილობენ ტანსაცმელი იდეალურად მიამსგავსონ პროტოტიპის კოსტიუმს; მოყვარულები კი, როგორც წესი, შედარებით უფრო იაფფასიან კოსტიუმს უკვეთენ ინტერნეტმაღაზიებს, ან მხოლოდ რამდენიმე დეტალით შემოიფარგლებიან ხოლმე.
მთლიანობაში ქოსფლეი სოციალური მოვლენაა, ერთგვარი მიზეზი იმისათვის, რათა მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანებმა ერთმანეთი იპოვონ. ესაა შემოქმედებითი საწყისის რეალიზაციის კიდევ ერთი მცდელობა, რომლის მიზანიც არის ის, რომ ადამიანი შეამჩნიონ და შეაფასონ.
მთლიანობაში ქოსფლეი სოციალური მოვლენაა, ერთგვარი მიზეზი იმისათვის, რათა მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანებმა ერთმანეთი იპოვონ. ესაა შემოქმედებითი საწყისის რეალიზაციის კიდევ ერთი მცდელობა, რომლის მიზანიც არის ის, რომ ადამიანი შეამჩნიონ და შეაფასონ.
რა შეიცვალა წინა ფესტივალის შემდეგ? პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ჩატარების ადგილი. ამჯერად ბევრად უფრო პრესტიჟული სივრცე შეარჩიეს. წელს ღონისძიება სასტუმრო Holiday Inn-ში ჩატარდა. ამას გარდა, ფესტივალში მონაწილეთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ამჯერად ღონისძიებას, სულ ცოტა, ხუთასი ადამიანი დაესწრო. ამასთან, ამჯერად თითქმის ყველა კოსტიუმებით გამოცხადდა. „უბრალოდ საყურებლად“ მოსული ადამიანების რიცხვი ძალიან მცირე აღმოჩნდა.
ლუფი და ჩოპერი One Piece-იდან. ეს ანიმე, რომელიც მეკობრეების ცხოვრებაზე გვიამბობს, დღეს წვეულების ბატონ-პატრონია, იმიტომ რომ One Piece-ს 20 წელი უსრულდება. გადაწყვიტეს, ფესტივალისთვის „კასპიის ზღვის მეკობრეები“ დაერქმიათ და, ზოგადად, საზღვაო თემატიკის “ფორსირებას“ შეეცადნენ.
თუკი «რკინის ალქიმიკოსი» არ გინახავთ, საკმარისია იცოდეთ, რომ ამ ბიჭს შეუძლია თითების ტკაცუნით მთელი კვარტალი გადაწვას (ხოლო თუკი ნანახი გაქვთ, ისედაც იცნობთ).
აანგი „ავატარიდან“ და „შავწვერა“ One Piece-იდან. ორივემ ბოლომდე უერთგულა საკუთარ იმიჯს. აანგი დარბაზის შუაგულში იჯდა და სრული სერიოზულობით მედიტირებდა.
მარცხნივ - კურუმი ტოკისაკი ანიმაციური ფილმიდან „რანდევუ ცხოვრებასთან“. მარჯვნივ - იური პლისეცკი მეტნაკლებად ახალი ანიმედან „იური ყინულზე“. ეს მულტფილმი ფიგურულ სრიალსა და სპორტსმენებს შორის არსებულ რომანტიკულ ურთიერთობებს შეეხება.
როდესაც ჯადოქარი 13 წლის ხდება, მას სხვა ქალაქში აგზავნიან - იმისათვის, რათა მომდევნო ერტი წელი მარტომ იცხოვროს. როგორც წესი, აქმ ასაკში ჯადოქრები ვიწრო სპეციალობას ირჩევენ. მაგრამ კიკიმ მხოლოდ ცოცხლით ფრენა იცის. სხვა არაფერი. ჰაიაო მიაძაკის ფილმი «ჯადოქრის მიტანის სერვისი», უკვდავი კლასიკა.
მცირეოდენი პოლიტიკა. აზერკონის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა პრეზიდენტის კარიკტურულ პერსონაჟად წარმოჩენის შემთხვევა. სხვათა შორის, ცბიერი ტრამპი თავისი სლოგანით დამშვენებულ ფლაერებს ურიგებდა ყველას, ვინც მასთან ერთად იღებდა სურათებს.
„შეშლილი მექუდე“ „ალისას“ ბოლო ეკრანიზაციიდან. ალბათ, ყველაზე დამუშავებული სახე ამ ფესტივალზე.
ალბათ, იცანით ეს წყვილი ფილმიდან “კრიმინალური საკითხავი“. რა თქმა უნდა, მათმა ცეკვამ საყოველთაო ოვაციები დაიმსახურა.
“სატახტოთა თამაშებს“ მხოლოდ კჰალ დროგო წარმოადგენდა, მაგრამ მან ამ ამოცანას წარმატებით გაართვა თავი.
ეს კი „კაპიტან ამერიკას“ პატრიოტული ვარიანტია - „კაპიტან აზერბაიჯანი“.
მადარა უჩიჰა „ნარუტოდან და „ლურჯი ეგზორცისტი“ რინი. რინის შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია - ის უბრალოდ სატანის შვილია ( მაგრამ კეთილია. ბოროტი არ გეგონოთ). მადარა კი არაერთგვაროვანი პერსონაჟია. მან მძლავრი კლანი დააარსა და იმდენად „მაგარი ტიპი“ იყო, რომ თავისი კლანის მრავალი თაობის ცვლილებას მოესწრო. მადარამ არაერთი უკეთურება ჩაიდინა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ბოროტება სხვებმა ჩაიდინეს მისი სახელით. ასე რომ ძნელია იმის გარკვევა, თუ რაში მიუძღვის ბრალი, და რაში - არა.
გოგონა კანეკის, «ტოკიოს ალგულის» მთავარი პერსონაჟის როლს ასრულებს. ეს პოპულარული ანიმე მისტიკური კაციჭამიების მძიმე ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
დამიანები, რომლებიც ამ სფეროში ერკვევიან, აცხადებენ, რომ, ზოგადად, ანიმეს თემატიკა აბსოლუტურად ყველა სფეროს მოიცავს - სპორტით დაწყებული, და კულინარიით დასრულებული. რომ აღარაფერი ვთქვათ რელიგიასა და მითოლოგიაზე, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება იაპონელების ცხოვრებაში. ასე რომ ღმერთის შესახებ გადაღებული ანიმეები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. არსებობს კანონიკური ანიმეები, სადაც ყველაფერი „ისეა, როგორც წიგნებში“ და ამას გარდა, არსებობს „საავტორო“ ანიმაციებიც, სადაც ღმერთები პიცას მიირთმევენ და სპორტულ კოსტიუმებს ატარებენ.
ანიმე «ღმერთი. ძალიან სასიამოვნოა». სისხლიანი მეფე - ბედკრული ეკაი (სული, დემონი), რომელიც უკვე 600 წელზე მეტია, რაც არსებობს.
ანიმე «ღმერთი. ძალიან სასიამოვნოა». სისხლიანი მეფე - ბედკრული ეკაი (სული, დემონი), რომელიც უკვე 600 წელზე მეტია, რაც არსებობს.
კლეოპატრა. პერსონაჟი, რომელიც მრავალი საუკუნის მანძილზე ქოსფლეის განუყოფელ ნაწილად დარჩება.