სამხრეთ ოსეთში სკოლადამთავრებულთა მორიგ გამოშვებასთან დაკავშირებით ტრადიციული აჟიოტაჟია. ვისაც შვილები ჰყავს, ან თუნდაც ამ ასაკის მეზობლები – ყველა სამეჯლისო ტანისაცმლის შერჩევასა და ფოტოსესიაშია ჩართული. თავად დღესასწაული 27 მაისს გაიმართება.
ფოტოსესიის დროს ლამაზი ღიმილისთვის ცხინვალის №3 სკოლის მეოთხეკლასელებს ფოტოგრაფი, ინგლისური „cheese“-ს ანალოგიით, სიტყვა „ჩიტრის“ თქმას კარნახობს, რაც ოსურად „კიტრს“ ნიშნავს.
სამხრეთ ოსეთში წელს 453 სკოლადამთავრებული იქნება. მათთვის ბოლო ზარი 28 მაისს დარეკავს.
2016 წელს, ამავე დღეს JAMnews სამხრეთი ოსეთის სკოლის დამთავრების აღსანიშნავი მეჯლისების საღამოს კაბების ტრენდებზე გიამბობდათ. შეგახსენებთ რამდენიმე ყველაზე შთამბეჭდავი სტილის კაბას.