ვლადიკავკაზში გამართულ გასტროლებზე სამხრეთი ოსეთის კოსტა ხეთაგუროვის სახელობის დრამატული თეატრის დასი ერთროულად ორი სპექტაკლით წარდგა.
კომედია „გააზნაურებული მდაბიო“ მოლიერის იმავე სათაურის მქონე პიესის მიხედვით რეჟისორმა ტამაერლან ძუცოვმა დადგა, ტრაგიკომედია „ფანდო და ლისი არაბალის იმავე სათაურის პიესის მიხედვით კი – რეჟისორმა იან იანკოვსკიმ. ორივე სპექტაკლი ოსურ ენაზე უჩვენეს.
გასტროლები ჩრდილოოსური ვლადიმირ ტხაფსაევის სახელობის თეატრის სცენაზე ჩატარდა.
2017 წლის აპრილში ეს თეტრი თავად იმყოფებოდა ცხინვალში გასტროლებზე – სპექტაკლებით „კანფეტების კოლოფი“ და „წითელქუდა“.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს