160 მეტრის სიგრძის დაკიდებულმა ხიდმა, რომელიც გორისის რაიონის ხნძორესკის თემის ტერიტორიაზე მდებარეობს, გადაუსწრო ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე გრძელ დაკიდებულ ხიდს, ტენესის შტატში მდებარე ფოქსფაირს, რომლის სიგრძეც 121 მეტრია.
ხნძორესკის ხიდი 2012 წლის ივნისში აშენდა და მაშინვე მოიპოვა პოპულარობა – როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ტურისტებს შორის.
ხეობის თავზე, 63 მეტრის სიმაღლეზე აგებული ხიდი ძველი ხნძორესკის ორ “ნაპირს” ერთმანეთთან აერთებს.
ხიდის მშენებლობის იდეა ხნძორესკის მკვიდრ ჟორა ალექსანიანს გაუჩნდა. ჟორას თანასოფლელებმა მის ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს, და დაკიდული, მოქანავე ხიდის ქონის სურვილით გულანთებულმა ხნძორესკელებმა ყველაფერი თავისით, ტექნიკური საშუალებების გარეშე გააკეთეს.
ხიდი 14 ტონას იწონის, მისი სიგანე კი 1,5 მეტრია. ამ კონსტრუქციას შეუძლია, ერთდროულად 700 ადამიანის სიმძიმეს გაუძლოს.