უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის პარტიამ გაიმარჯვა
გაზიარება
გაზიარება
უკრაინის მოქალაქეებმა 21 ივლისს ხმა ახალ პარლამენტს მისცეს. ეროვნული ეგზიტპოლის თანახმად, პირველ ადგილზე მოქმედი პრეზიდენტის, ყოფილი კომიკოსი მსახიობის ვლადიმირ ზელენსკის პარტია “ხალხის მსახური” გავიდა. პარტიამ ხმების 43.9% მიიღო.
REUTERS/Valentyn Ogirenko
მეორე ადგილზეა პრორუსული პარტია “ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის”, 11.5%-ით.
ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პარტიამ “ევროპული სოლიდარობა” 8.9%მიიღო, ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს პარტიამ “ბატკვიშჩინა” – 7.6%.
უმაღლეს რადაში ასევე შევა ახალი პარტია “გოლოსი”, რომლის ლიდერი და დამაარსებელი ცნობილი უკრაინელი მუსიკოსი სვიატოსლავ ვაკარჩუკია – მან ხმების 6.3% მიიღო.
დანარჩენებმა პარტიებმა 5 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს.