სომხეთში სიკვდილიანობის 20 პროცენტი ავთვისებიან სიმსივნეზე მოდის. აქ რეგიონში მკერდის და ფილტვის კიბოთი სიკვდილის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, და სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადებულთა რიცხვის ზრდის ტენდენციაც კი შეინიშნება. ექიმები გვაფრთხილებენ, რომ დაავადებას გარეგნული გამოხატულება არ აქვს. მისი დროულად აღმოჩენის ერთდერთი საშუალებაა – რეგულარული გამოკვლევა .
ოქტომბერი მსოფლიოში კიბოსთან ბრძოლის თვედ არის გამოცხადებული. ამასთან დაკავშირებით ადამიანების ინფორმირებულობის დონის ასამაღლებლად ღონისძიებები ტარდება.
მკერდის კიბოს სტატისტიკა
2017 წელს სომხეთში მკერდის კიბოს1118 შემთხვევა აღინიშნა. მოცემული მაჩვენებელი ყოველწლიურად 1000-1100 შემთხვევას შეადგენს. მათ შორის 400-ის გადარჩენავერ ხერხდება .
ონკოლოგიურ დაავადებებს შორის სარძევე ჯირკვლის კიბო სომხეთში პირველ ადგილზე რჩება. თანაც ზრდის ტენდენცია არამხოლოდ სომხეთში, არამედ მთელ მსოფლიოში შეინიშნება, – განაცხადა სომხურ-ამერიკული ჯანმრთელობის ცენტრის სხივური თერაპიის განყოფილების გამგემ ოგანეს ვარდევანიანმა:
„მსოფლიოში, სომხეთში სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადება განუხრელად იზრდება. თუმცა, პირველ რიგში ის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს განაჩენი არ არის, და დაავადება განკურნებადია, განსაკუთრებით ადრეულ სტადიებზე“.
ვინ არის რისკის ჯგუფში
მკერდის კიბო ყველაზე ხშირად 40 წელზე უფროსი ასაკის ქალებში ჩნდება, და ამიტომ ექიმები წელიწადში ორჯერ მოქალაქეებს გამოკვლევის ჩატარებას ურჩევენ. ავადმყოფობა უფრო იშვიათად გვხვდება 35 წლამდე ასაკის ქალებში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მკერდის კიბო ახალგაზრას არ შეიძლება აღმოაჩნდეს.
სენსაციად იქცა განცხადება იმის შესახებ, რომ მკერდის კიბო მამაკაცებს შორისაც გვხვდება, თუმცა იშვიათად. ბოლო 19 წლის განმავლობაში სომხეთში მკერდის კიბო 30 მამაკაცს აღმოაჩნდა. თუმცა, ექიმები გვაფრთხილებენ, რომ მამაკაცებში ეს დაავადება უფრო აგრესიულად მიმდინარეობს, და რაიმე დისკომფორტის შეგრძნებისთანავე მათ გამოკვლევას ურჩევენ.
დაავადების წარმოშობის მიზეზები
სარძევე ჯირკვლის კიბოს წარმოშობის მიზეზი შეიძლება გახდეს სტრესი, გენეტიკური განწყობა, გინეკოლოგიური დაავადებები, მავნე ჩვევები, სარძევე ჯირკვლის ტრავმა.
„შეუძლებელი გამოიყოს ერთი ფაქტორი, უფრო იოლია რეგულარული გამოკვლევები, რათა დაავადება ადრეულ სტადიაზე გამოვლინდეს“, – გვაფრთხილებს ჯანმრთელობის სომხურ-ამერიკული ცენტრის ექიმი ოგანეს ვარდევანიანი.
სომხეთში ქალებს შორის, მკერდის კიბოს გარდა, ასევე გავრცელებულია საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბო.
მამაკაცებში უფრო ხშირია ფილტვების, პროსტატის ჯირკვლისა და მსხვილი ნაწლავის კიბო. ბოლო დროს განსაკუთრებით ახალგაზრდა მამაკაცებს შორის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევების ზრდა შეინიშნება.