სომხეთში დაბალი ეკონომიკური აქტივობის მიზეზი - 2016 წელს რუსეთიდან ფულადი გადარიცხვების შემცირება
გაზიარება
გაზიარება
ინფლაციის შესახებ ცენტრალური ბანკის ანგარიში უჩვენებს, რომ 2016 წელს სომხეთში დაბალი ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია რუსეთიდან ფულადი გადარიცხვების შეზღუდვით.
ამ პროცესის ნეგატიური გავლენა შერბილდა ხელისუფლების „გამაფართოებელი“ ფულად-საკრედიტო და საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკის წყალობით.
რუსეთიდან ფულადი გადარიცხვები მეოთხე კვარტალში 5%-ით გაიზარდა, რამაც წლის ბოლოს მოთხოვნის ტემპის ზრდის დაჩქარება გამოიწვია.
როგორც ცენტრალური ბანკი იუწყება, აღინიშნება შიდა მოთხოვნის 0,8 -პროცენტიანი ზრდა, რომლის დონე ჯერ კიდევ ბალანსს ქვემოთაა. სომხეთის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის იგეგმება, თანდათან აღდგეს შიდა მოთხოვნა, ეფექტურად განხორციელდეს რიგი პროგრამებისა, რომლებიც ექსპორტის სტიმულირებისა და ინვესტიციების მოზიდვისკენაა მიმართული. მნიშვნელოვან ფაქტორებს წარმოადგენს ასევე საგარეო ეკონომიკური კლიმატის გაუმჯობესება და სტრუქტურული რეფორმებიც.
მოსალოდნელია,რომ 2017 წელს სომხეთში ეკონომიკური ზრდა 2,2-3,2%-ს შეადგენს ხოლო, თანდათან დაჩქრებით, მეოთხე კვარტალში 3,2-4,4-ს გაუტოლდება. ამ მაჩვენებლის უზრუნველყოფა ექსპორტის პოტენციალის გამოყენებით იგეგმება.