სომხეთის მეორე პრეზიდენტი მომავალი არჩევნების შესახებ: „უხეშობის ატმოსფეროში საფულეებს შორის ბრძოლა გაიმართება“
გაზიარება
გაზიარება
ფოტო www.azatutyun.am
სომხეთის მეორე პრეზიდენტმა რობერტ კოჩარიანმა თავის ოფიციალურ ვებგვერდ 2rd.am-ზე მომავალი საპარლამენტო არჩევნებისა და წინასაარჩევნო ბრძოლის შესახებ გამოთქვა აზრი:
„აშკარაა, რომ ეს იქნება უხეშობის ატმოსფეროში საფულეებს შორის გამართული ბრძოლა. რადგანაც ამომრჩეველთა უმეტესობა მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფება, ალბათ ვერ შეძლებენ უარი თქვან ფულზე, და ალბათ ხმების აუქციონში მიიღებენ მონაწილეობას… ძნელი მისახვედრი არ არის, თუ სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი“.
კოჩარიანმა აღნიშნა, რომ დიდ შეცდომად მიიჩნევს 2015 წლის რეფორმებს, რომელთა შედეგადაც სომხთი სახელმწიფოს მართვის ნახევრადსაპრეზიდენტო მოდელიდან საპარლამენტო მართვის მოდელზე გადავიდა. მეტიც, მისი აზრით, ამ ყველაფერს სომხეთისთვის გრძელვადიანი ნეგატიური შედეგები ექნება.
ექსპრეზიდენტს მიაჩნია, რომ ახალი საარჩევნო კოდექსი არჩევნებისთვის დამახასიათებელ ყველაზე უარეს მხარეებს გამოავლენს: „თავისი არსით, მაჟორიტარული არჩევნების ლოგიკას აშკარა უპირატესობა აქვს პროპორციულთან შედარებით. პარტიათაშორისი დაპირისპირება მეორე პლანზეა გადაწეული პიროვნებათაშორისი დაპირისპირების ფონზე, რაც საპარლამენტო მოდელის პირობებში წინასაარჩევნო ბრძოლის ნაქებ უპირატესობებს აზრს უკარგავს. ამრიგად, ამ არჩევნებზე იდეოლოგიურ ბრძოლას არავითარი აზრი არ ექნება“.