სომხეთიდან დაახლოებით 400 ათასი ადამიანია ემიგრირებული, ამომრჩევლების რიცხვმა კი 235 ათასით მოიმატა
გაზიარება
გაზიარება
2008-2017 წლებში სომხეთიდან 400 ათასი ადამიანი გაემგზავრა, და იმავე პერიოდში ამომრჩევლების რიცხვი 235 ათას 503-ით გაიზარდა. ამ მონაცემების საფუძველზე, მასობრივი საინფორმაციო საშუალებები შემდეგ დასკვნამდე მივიდნენ: საომხეთს ამ წლების განმავლობაში მხოლოდ 18 წლამდე ბავშვები ტოვებდნენ.
სომხურ პრესაში აქტიურად განიხილება ახლახან გაჩენილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოცემულ მომენტში ქვეყანაში 2 მილიონ 564 ათას 334 ამომრჩეველი ირიცხება; და ეს იმ დროს, როდესაც ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მუდმივი რეზიდენტების რაოდენობა 2 მილიონ 993 ათას 900 ადამიანს შეადგენს. ანუ ელექტორატი მოსახლეობის 85%-ს წარმოადგენს, იმ დროს, როდესაც მთელ მსოფლიოში რეზიდენტების დაახლოებით 65% ფლობს ხმის უფლებას.
ამგვარი პუბლიკაციების საპასუხოდ, პოლიციამ განმარტება გააკეთა: ამომრჩეველთა რეგისტრი ყალიბდება მოსახლეობის სახელმწიფო რეგისტრის საფუძველზე, ხოლო მოსახლეობის რიცხვი, რომელსაც ეროვნული სატატისტიკური სამსახური აქვეყნებს, არ შეცავს იმ პირთა შესახებ მონაცემებს, რომლებიც, ერთ წელიწადზე მეტია, ქვეყანაში არ იმყოფებიან. თუ მათ სტატისტიკაში შევიყვანთ, ციფრები შეიცვლება.
„სომხეთის პოლიცია, როგორც მოსახლეობის სახელმწიფო რეგისტრსა და ამომრჩევლების რეგისტრზე პასუხისმგებელი ორგანო, არ არის უფლებამოსილი, რომ საკუთარი ინიციატივით ამოშალოს ამომრჩეველთა სიიდან გარკვეულ თემში დარეგისტრირებული, მაგრამ საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები“, – ნათქვამია ოფიციალურ შეტყობინებაში.
მოქალაქის ამომრჩეველთა სიიდან ამოსაშლელად საჭიროა, რომ საზღავრგარეთ მუდმივად მაცხოვრებელმა საკონსულო სამსახურს წარუდგინოს თავისი ახალი მისამართი. იქიდან მონაცემები საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცემა, და უკვე ამის შემდეგ მოხვდება პოლიციაში.