ჯგუფი Nənələr (“ბებიები”) თავიდან ჩვეულებრივ მუსიკალურ ოჯახს წარმოადგენდა. ლენქორანის რაიონის სოფელ სეფარიდიში მცხოვრები ოთხი და ქორწილებსა და სხვა „სარიტუალო“ ღონისძიებებზე მღეროდა. კოლექტივმა ჯერ მშობლიურ სოფელში, შემდეგ კი მთელ ქვეყანაში გაითქვა სახელი.
ჯგუფი 1970 წელს შეიქმნა. თავიდან კოლექტივს Bacilar („დები“) ერქვა, მოგვიანებით კი, როდესაც ანსამბლის ორი წევრი (აღაბაჯი და გიულბაჯი) გარდაიცვალა, გადაწყვიტეს, სახელი შეეცვალათ. ამბობენ, რომ აზერბაიჯანის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა ლენქორანში სტუმრობისას ჯგუფის წევრებს ურჩია, კოლექტივისთვის “Nənələr”
დაერქმიათ. ეს ამბავი 1997 წელს მოხდა. სწორედ მაშინ გაითქვეს სახელი „ბებიებმა“. ჯგუფის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა, მაგრამ კოლექტივის მონაწილეები ერთმანეთის ან ნათესავები არიან, ან – მეზობლები.
მათი სავიზიტო ბარათია ხალხური სიმღერა „აი ლოლო“, რომელსაც, ტრადიციულად, აზერბაიჯანის სამხრეთ ნაწილში მღერიან ხოლმე. ამ ნაწარმოებს იდუმალი ისტორია აქვს. სპეციალისტები დღემდე ვერ ხვდებიან, საიდან გაჩნდა ამ სიმღერაში განმეორებითი, გაბმული მოტივი, რომელიც სრულიად უცხოა აზერბაიჯანული ფოლკლორისათვის.
“აი ლოლოს“ გარდა, „ბებიების“ რეპეტუარში დაახლოებით ასი სიმღერაა. ანსამბლის წევრები აზერბაიჯანულ და თალიშურ ენებზე მღერიან.
ჯგუფს სხვადასხვა ფესტივალებსა და კონცერტებზე იწვევდნენ ხოლმე. Nənələr-ისწევრები გასტროლებზე დადიოდნენ და, ამავდროულად, რა თქმა უნდა, ქორწილებსა და ნიშნობებზეც მღეროდნენ. ამჟამად „ბებიები“ ჩივიან, რომ მათ ბაქოში აღარ იწვევენ. ჯგუფის წევრები ვერ ხვდებიან, თუ რატომ აღარავინ ეპატიჟება მათ დედაქალაქში.
თალიშები – ეთნიკური უმცირესობა აზერბაიჯანში, რომლის ძირითადი ნაწილიც ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთში ცხოვრობს.
ტრადიციულ აზერბაიჯანულ ქორწილებში ქალები და მამაკაცები ერთმანეთისგან განცალკევებით, სხვადასხვა ოთახში სხედან;