სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 2,9 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3.9%-ით გაიზარდა, რაც მაქსიმალურია ბოლო წლების განმავლობაში. ხოლო 2010 წლის საშუალოსთან შედარებით ფასების ინდექსი 22.5%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები მომატებულია სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე – 4,2 %-ით. მათ შორის:
ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ფასები გაიზარდა (22,4 პროცენტი)
ხილისა და ყურძნის (8,9 პროცენტი)
რძის, ყველისა და კვერცხის (3,1 პროცენტი)
ზეთისა და ცხიმის (3,1 პროცენტი)
თევზეულის (2,8 პროცენტი)
ხორცისა და ხორცის პროდუქტების (2,5 პროცენტი)
წინა თვესთან (დეკემბერთან) შედარებით, იანვარში ყველაზე მეტად ტრანსპორტი გაძვირდა.
ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 7,2 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,94 პროცენტული პუნქტი შეადგინა
პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (10,1 პროცენტი)
სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4,9 პროცენტი).
საქსტატის მონაცემებით, 6.2%-ით გაძვირდა ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო, ხოლო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 1.4%-ით გაიაფდა.