დაპატიმრებული ჟურნალისტი აფგან მუხტარლი სასამართლომ ნათესავების გასვენებაზე არ გაუშვა
გაზიარება
გაზიარება
აფგან მუხტარლიმ, პატიმრობაში მყოფმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა-გამომძიებელმა ნათესავების დასაფლავებაზე დასწრება ვერ შეძლო. 5 იანვარს სასამართლომ მის დროებით გათავისუფლებაზე უარი განაცხადა.
2017 წლის 31 დეკემბერს ქალაქ ზაქათალაში, აზერბაიჯანის ჩრდილო-აღმოსავლეთით აფგან მუხტარლის დის და მისი ორი დისშვილის გვამები აღმოაჩინეს. ოჯახის წევრების თქმით, უბედურება იმის გამო მოხდა, რომ ღამით ქარმა ღუმელში ცეცხლი ჩააქრო.
ჟურნალისტი აფგან მუხტარლი რამდენიმე სკანდალური სტატიის ავტორია თავდაცვის სამინისტროში თანამდებობით ბოროტად სარგებლობის შემთხვევებისა და საქართველოში ალიევების ოჯახის ბიზნესის შესახებ. ის თბილისში 2017 წლის 30 მაისს დაიკარგა. ერთი დღის შემდეგ მუხტარლი ბაქოში დააპატიმრეს. მას ბრალად ედება სზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, კონტრაბანდა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მუხტარლი ირწმუნება, რომ ის საქართველოდან აზერბაიჯანის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა გაიტაცეს და მისთვის წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს.
„31 დეკემბერს აფგან მუხტარლის ახლო ნათესავები ტრაგიკულად დაიღუპნენ და ჩვენ აღმკვეთი ღონისძიების შიდა პატიმრობით შეცვლა ვითხოვეთ, რათა მას ნთესავებთან შეხვედრა და დასაფლავებაში მონაწილეობის მიღება შეძლებოდა. გარდა ამისა, პატიმრობის ვადის გაგრძელების შემდეგ მისი პატიმრობაში ყოფნის განმაპირობებელი გარემოებები შეიცვალა, და მას უკვე ჰიპოთეტურადაც არ შეუძლია მოწმეებზე ზეწოლის მოხდენა. სასამართლო ძიება დასასრულს უახლოვდება და განაჩენის გამოცხადებამდე შეიძლებოდა, რომ მუხტარლი შიდა პატიმრობაში დარჩენილიყო“.
კერიმლის თქმით, 31 დეკემბერს მან და მისმა კოლეგამ ელჩინ სადიგოვმა ომბუდსმენსა და პენიტენიციალურ სამსახურს თხოვნით მიმართეს, რომ მუხტარლი ნათესავების დასაფლავებაზე გაეშვათ, მაგრამ არანაირი პასუხი არ მიუღიათ.
„დიახ, კანონმდებლობაში არ არსებობს პირდაპირი ნორმა, რომელიც ბრალდებულის ახლო ნათესავების გასვენებაში გაშვებას ითვალისწინებს. ეს სასჯელის აღსრულების კოდექსით არის გათვალისწინებული. მათთვის, ვინც უკვე სასჯელს იხდის, ახლო ნათესავის გარდაცვალების შემთხვევაში, გათვალისწინებულია 7-დღიანი შვებულება. იზოლატორში ჩვენ ზეპირსიტყვიერად გვითხრეს, რომ ეს ნორმა არ ვრცელდება მათზე, ვის მიმართაც განაჩენი ჯერ ძალაში არ არის შესული. თუმცა, კანონმდელობაში არც პატიმრის მცირე ვადით გათავისუფლების პირდაპირ აკრძალვაზეა რაიმე ნათქვამი“, – განმარტა ადვოკატმა.