საზოგადოებრივ მაუწყებელზე შესაძლოა ყველა გადაცემა შეჩერდეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ გამართულ პრესკონფერენციაზე მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა წარადგინა, რომელიც 2018 წლამდე “მოამბის” გარდა ყველა გადაცემის შეჩერებას ითვალისწინებს.
მაღლაფერიძის თქმით, ისი ამ გეგმას საზოგადოებასა და სამეურვეო საბჭოს სამსჯელოდ სთავაზობს. დირექტორის თქმით, არხის ერთ-ერთი მთავრი პრობლემა ტექნიკური აღჭურვილობაა – 10 წლის განმვალობაში საზ. მაუწყებელზე 410 მილიონი დაიხარჯა, საიდანაც ტექნიკასა და აღჭურვილობას მხოლოდ 5% მოხმარდა.
მაღლაფერიძის თქმით, ტელევიზიის კრიზისიდან გამოყვანისთვის აუცილებელია რამდენიმე რეფორმის განხორციელება:
- 2018 წლამდე, საინფორმაციო გამოშვების გარდა, ყველა გადაცემის შეჩერება;
- თანამშრომლების რაოდენობის შემცირება;
- გამოთავისუფლებული თანხებით ტქენიკური ბაზის განახლება.
3-წლიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით უნდა მოხდეს
- ახალი შენობის მოწყობა და თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა;
- ცხრა რეგიონული ოფისის შეძენა და აღჭურვა;
- მულტიმედიური საინფორმაციო სამსახური;
- ტექნიკური და ტექნოლოგიური სრული გადაიარაღება;
- არქივის გაციფრულება.
მაღლაფერიძის გეგმის მიხედვით, 2017 წელს ოპტიმიზაციის შედეგად 15 მილიონი ლარი გამოთავისუფლდება, ხოლო სამოქმედო გეგმის შესრულებისთვის 45 მილიონი ლარი დაიხარჯება.
მედია ექსპერტი ნინო დანელია საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მიერ წარდგენილ პრეზენტაციას „სამარცხვინოს“ უწოდებს. „საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა არ იცის კანონი მაუწყებლობის შესახებ, სადაც გაწერილია, რომ საზ.მაუწყებელი ვალდებულია, მოქალაქეს მიაწოდოს ინფორმაცია მიმდინარე მოვლენების შესახებ არა მხოლოდ ახალი ამბების მეშვეობით, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებით,“ – განაცხადა დანელიამ JAMnews-თან საუბრისას.
იგი ასევე არასწორად მიჩნევს გადაცემების შეჩერების გამართლებას მათი დაბალი რეიტინიგით, რადგან ბუნებრივია, გასართობ პროექტს მეტი მაყურებელი ჰყავდეს, ხოლო ბიუჯეტი საზოგადოებრივ მაუწყებელს სწორედ იმიტომ აფინანსებს, რომ მაყურებელს მოვლენების ანალიზი შესთავაზოს. მაუწყებლის დირექტორი მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმას უარყოფითად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ (რომელიც 12 წამყვან არასმთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს) მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული გეგმა არღევს კანონს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ და მაუწყებლის პარალიზებას გამოიწვევს.
კოალიცია საბჭოს მოუწოდებს გაითვალისწინოს, რომ 2017 წელი თვითმმართველობის არჩევნებისა და საკონსტიტუციო რეფორმის წელია, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს მოქალაქეებისთვის არა მხოლოდ ახალი ამბების, არამედ პროცესების მრავალმხრივი ანალიზის და დისკუსიის შეთავაზების ვალდებულებას აკისრებს.
- საზოგადოებრივი მაწყებელი საქართველოს სახემწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ორ სატელევიზიო არხს და ორ რადიოს აერთიანებს;
- საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ვასილ მაღლაფერიძე გენერალურ დირექტორად 2017 წლის 6 იანვარს, 6 წლის ვადით დანიშნა;
- იგი ბოლო 2 წლის განმავლობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზია GDS-ში, გადაცემა 2030-ის გენერალური პროდუსერი იყო;
- მანამდე მაღლაფერიძე მუშაობდა TV9-ში, რომელიც ასევე ივანიშვილის ოჯახს ეკუთვნოდა;
- გარდა ამისა, მაღლაფერიძეს პოლიტიკური წარსულიც აქვს. ის იყო მე-5 და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2008 წლები). ასევე იკავებდა გუბერნატორის თანამდებობას “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს.