რუსეთში საპროტესტო აქციებზე 1500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გაზიარება
გაზიარება
5 მაისს რუსეთში ხელისუფლების წინააღმდეგ ქვეყნის 90 ქალაქში ჩატარდა საპროტესტო აქციები – „ის ჩვენი მეფე არ არის“. აქციების ორგანიზატორი იყო რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი. პროტესტი ეძღვნებოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მორიგ ინაუგურაციას, რომელიც 7 მაისს გაიმართება.
ყველაზე მასშტაბური მიტინგები მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და ეკატერინბურგში ჩატარდა. რუსეთის დედაქალაქში დაახლოებით 6-7 ათასი პროტესტანტი შეიკრიბა, პეტერბურგსა და ეკატერინბურგში – ოდნავ ნაკლები.