რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიაკავშირი გაწყვიტა
გაზიარება
გაზიარება
რუსეთში ძალაში შევიდა პრეზიდენტის განკარგულება, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს ტერიტორიაზე რუსი მგზავრების გადაყვანის განხორციელებას უკრძალავს.
როგორც „ნოვაია გაზეტა“ იუწყება, თბილისიდან მოსკოვისკენ უკანასკნელი რეისები რუსეთის ავიაკომპანიების – „ურალის ავიახაზების“ და S7-ის, მოსკოვიდან თბილისისკენ კი – ქართული Georgian Airways-ის და MyWay Airlines თვთმფრინავებმა განახორციელეს.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განკარგულებას ხელი 21ივნისს იმ პროტესტის შემდეგ მოეწერა, რომელიც თბილისში ჩატარდა, და რაც სახელმწიფო დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში გამოსვლის გამო დაიწყო. მან სპიკერის ადგილი დაიკავა და რუსულ ენაზე ლაპარაკობდა.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმაგანაცხადა, რომ რუსეთიდან ფრენები მაშინ განახლდება, როდესაც საქართველოში სიტუაცია „არარუსოფობიურ კალაპატში“ დაბრუნდება. მისი თქმით, შეზღუდვა რუსი მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით დაწესდა. რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის შეფასებით, საქართველოსთან პირდაპირი ავიაკავშირის აკრძალვას დაახლოებით 3 მილიარდი რუბლის (46მილიონი დოლარი) ოდენობის ზარალი მოჰყვება.
მანამდე რუსეთსა და საქართველს შორის პირდაპირი ავიაკავშირი 2008 წლის აგვისტოში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით შეწყდა. ფრენები 2010 წელს განახლდა, თუმცა 2014 წლამდე ქვეყნებს შორის მხოლოდ პირდაპირი ჩარტერული რეისები ხორციელდებოდა.