რიოს ოლიმპიური თამაშები 21 აგვისტოს ოფიციალურად დასრულდა. ოლიმპიური მედლების რაოდენობით პირველ 5 ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატები (121 მედალი), დიდი ბრიტანეთი (67 მედალი), ჩინეთი (70 მედალი), რუსეთი (56 მედალი) და გერმანია (42 მედალი) გავიდნენ.
სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი თავიანთი შედეგებით 45 ქვეყანას შორის მოხვდნენ. აზერბაიჯანმა ყველაზე მეტი 18 მედალი მიიღო (ოქრო – 1, ვერცხლი – 7, ბრინჯაო – 10), საქართველომ – 7 მედალი (ოქრო – 2, ვერცხლი – 1, ბრინჯაო – 4), სომხეთმა კი – 4 მედალი (ოქრო – 1, ვერცხლი – 3).
რიოს თამაშებში ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე მეტი, 205 ქვეყანა მონაწილეობდა. მათ შორის პირველად მოხვდნენ კოსოვო და სამხრეთი სუდანი. ასევე შეჯიბრებებში პირველად ჩაერთო დევნილ ილიმპიელთა გუნდი და დამოუკიდებელი ოლიმპიელი სპორტსმენები. ოლიმპიადაში მონაწილე 11 ათას 303 სპორტსმენიდან 45 პროცენტზე მეტი ქალი იყო.
რიოს ოლიმპიადაზე ყველა დროის რეკორდი მოხსნა ამერიკელმა მოცურავე მაიკლ ფელფსმა – მას ოლიმპიურ თამაშებზე 2000 წლიდან 23 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული. ფელფსი რომ ქვეყანა ყოფილიყო, ის სიდნეის ოლიმპიადის შემდეგ დღემდე მიღებული ოქროს მედლების რაოდენობით ქვეყნებს შორის მე-16 ადგილს დაიკავებდა. რიოში რეკორდი მოხსნა მორბენალმა უსეინ ბოლტმაც. ის პირველია მათ შორის, ვინც 3 შეჯიბრიდან სამივეში ოქროს მედალი აიღო.
ჯესიკა პარატო და ემი კოზადი, სინქრონული ცურვა Photo: Wong Maye-E / AP Photo