რას ვუყუროთ ამ შემოდგომაზე?
1. ძალიან უცნაური საქმეები 2
რეჟისორები: მეტ დაფერი, როს დაფერი
როლებში: ვაინონა რაიდერი, დევიდ ჰარბორი, ფინ ვულფარდი, მილი ბობი ბრაუნი, გეიტენ მატარაცო, კალებ მაკ-ლაფლი
რატომ ღირს ლოდინი? პირველ სეზონი მაყურებელს სტივენ კინგის ნაწარმოებების რემინისცენციების სიმბრავლითა და ბავშვი მსახიობების საოცარი თამაშით დაამახსოვრდა. ამას გარდა, საკუთრივ სცენარშიც არაერთი გაცვეთილი სვლა დაფიქსირდა, მაგრამ სწორედ ამიტომ იმსახურებდა ეს შოუ მაყურებლის მოწონებას. იმედი გვაქვს, რომ მეორე სეზონშიც არანაკლები სიამოვნება მოგველის.
https://www.youtube.com/watch?v=vgS2L7WPIO4&t=4s
2. ზეადამიანები
რეჟისორები: როელ რეინი, კრის ფიშერი
როლებში: ენსონ მაუნტი, სერინდა სვონი, კენ ლიუნი, ემე იკვუაკორი, იზაბელ კორნიში, ელენ ვოგლომი, ივან რეონი
რატომ უნდა ველოდოთ ამ ფილმს? „იქს ადამიანების“ ლანდი კომპანია „მარველის“ ბოსებს მშვიდი ძილის საშუალებას არ აძლევს. მათ ჯერჯერობით არ შეუძლიათ (ან არ სურთ) გამოისყიდონ საავტორო უფლებები, რომლებიც „ფოქსს“ ეკუთვნის. თუმცა, ახალი მუტანტების შექმნა და მათთვის ახალი სახელების მოფიქრება ნამდვილად შესაძლებელია. ძალიან დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევთ. ჯერჯერობით სერიალის ტრეილერი მოყვარულების მიერ დადგმულ წარმოდგენას ჰგავს – მიუხედავად იმისა, რომ ეკრანზე ივან რეონიც ჩანს – მსახიობი, რომელმაც ბრწყინვალედ შეასრულა რამსი ბოლტონის როლი „სატახტოთა თამაშში“.
3. ცხენი ბოჯეკი (მეოთხე სეზონი)
რეჟისორები: ემი უინფრი, JC Gonzalez
როლებში: უილ არნეტი, ემი სედარისი, ელისონ ბრი, აარონ პოლი, პოლ ფ. ტომპკინსი
რატომ ღირს ლოდინი? ეს მულტფილმი ცალსახად მხოლოდ მოზრდილებისთვისაა. შოუს მთავარი გმირი, ცხენი ბოჯეკი არც ნარკოტიკებზე ამბობს უარს, ტონობით ალკოჰოლზე, და არც მოუწესრიგებელ სქესობრივ კავშირებზე. მაგრამ საკუთარი ქცევების მუდმივი ანალიზი და საკუთარი თავის სიძულვილი ამ პერსონაჟს განსაკუთრებულ მიმზიდველობას სძენს. სწორედ ამიტომ, ყველასათვის მოულოდნელად, ამ სერიალმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. მესამე სეზონი არაჩვეულებრივად დასრულდა და ამიტომ მეოთხის მიმართ მაყურებელს განსაკუთრებული მოლოდინი აქვს. მთავარია, შავ იუმორსა და დრამას შორის არსებული ბალანსი არ დაირღვეს.
https://www.youtube.com/watch?v=Bf12qwPWDVI
4. ამერიკული საშინელებათა ისტორია: კულტი
რეჟისორები: ბრედლი ბუკერი, ალფონსო გომეს-რეხონი
როლებში: ევან პიტერსი, სარა პოლსონი, დენის ო’ჰერი
რატომ უნდა ველოდოთ? ამერიკული საშინელებათა ფილმი გამორჩეულია იმით, რომ თიტოეულ სეზონს დამოუკიდებელი სიუჟეტი აქვს და, ამავდროულადმ სამსახიობო შემადგენლობის უდიდეს ნაწილს ინარჩუნებს. ამდენად, მსახიობი, რომელიც პირველ სეზონში სამაგალითო მეოჯახის როლს ასრულებდა, მომდევნო სეზონში სახიფათო მანიაკის როლში გვევლინება. თავიდან ეს შოკს იწვევს, მაგრამ თანდათანობით საინტერესოც კი ხდება. წინა სეზონებისგან დამოუკიდებელი სიუჟეტი კი საშუალებას გვაძლევს, არათანმიმდევრულად ვუყუროთ ამ შოუს. მოგწონთ ფსიქიატრიული კლინიკების შესახებ გადაღებული ჰორორები? უყურეთ მეორე სეზონს! არ მოგწონთ ჯადოქრობისა და ჯადოქრების თემა? შეგიძლიათ, თამამად გამოტოვოთ მესამე! „კულტში“ სიუჟეტის ძირითადი ხაზი სექტების პრობლემებსა და მცირე ხნის წინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო ვითარდება. და აქაც ევან პიტერსი თამაშობს!
https://www.youtube.com/watch?v=-27J0sR9268
5. ნარკო (მესამე სეზონი)
რეჟისორი: ანდრეს ბაისი, ჯოზეფ ვლადიკა
როლებში: ვაგნერ მოურა, ბოიდ ჰოლბრუკი, პედრო პასკალი, ჯოანა კრისტი
რატომ ღირს ლოდინი? სერიალმა „მძიმე დანაშაული“, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია ტელეშოუების ისტორიაში, ნარკოვაჭრობის თემის პოპულარიზაცია მოახდინა. „ნარკოსმა“ არამხოლოდ განამტკიცა ეს ტენდენცია, არამედ ფსევდოდოკუმენტალისტიკასა და მაქსიმალურ რეალისტურობაზე გააკეთა აქცენტი და ამით ეს პლასტი ახალ სიბრტყეში გადაიტანა. პირველი ორი სეზონი ლეგენდარულ ნარკობარონ პაბლო ესკობარს ეძღვნებოდა. სამწუხაროდ (ან საბედნიეროდ) ეს გმირი სულაც არაა გამოგონილი და დიდი ხანია, რაც გარდაცვლილია. მესამე სეზონის მთავარი თემა იქნება „კალის კარტელი“, რომელიც ყველაზე მდიდარი დანაშაულებრივი ორგანიზაციაა ნარკობიზნესის ისტორიაში.
https://www.youtube.com/watch?v=Ory6b2EJ3Bk
6. «იგი (2017)
რეჯისორი: ანდრეს მუსკეტი
როლებში: ბილ სკარსგარდი, ფინ ვულფარდი, სოფია ლილისი, ხავიერ ბოტეტი
„ორიგინალური“ ფილმი მაყურებელს აფრთხობდა. ისე აშინებდა, რომ მთელი თაობა ნებისმიერ ჯამბაზს შიშით შეჰყურებდა ხოლმე. ისე აშინებდა, რომ ფილმს მეორედ აღარავინ უყურებდა. სწორად იქცეოდნენ. 90-იანებში გადაღებული „იგი“ სულელური მომენტებით იყო სავსე და სიუჟეტური კვანძიც ცალსახად სუსტად იხსნებოდა. ფილმს მხოლოდ ტიმ კარის არაჩვეულებრივი თამაში „ქაჩავდა“.
რაც შეეხება ახალ ვერსიას, მას ჯერ კიდევ უჩვენებენ კინოთეატრებში და თუკი ვერ გადაგიწყვეტიათ, უყუროთ თუ არა ამ კინოსურათს, გეტყვით რომ ახალი „იგი“ ბევრად სჯობს „ორიგინალს“.
კრიტიკოსებით თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბილ სკარგარდმა ტიმ კარის ქარიზმით ვერ აჯობა, საკუთრივ ფილმი, მთლიანობაში, „ორიგინალზე“ ბევრად უფრო ხარისხიანი გამოვიდა. საკმარისია ითქვას ის, რომ ამ ფილმს საუკეთესო შედეგი აქვს 2017 წლის ჰორორებს შორის. და საერთოდ, მიმდინარე წლის ყველა ფილმს შორის მხოლოდ ორ კინოსურათს ჩამორჩება – ზღაპარს სახელწოდებით „მზეთუნახავი და ურჩხული“ და ბლოგბასტერს, რომელსაც „გალაქტიკის მცხველები 2“ ჰქვია.
7. «დანის პირზე მორბენალი 2049» (2017)
რეჟისორი: დენი ვილნიოვი („ჩამოსვლა“, „ტყვეები“)
როლებში: რაიან გოსლინგი, ჰარისონ ფორდი, ანა დე არმასი, რობინ რაიტი, ჯარედ ლეტო
ფილმის ნახვა ნამდვილად ღირს. მხოლოდ იმიტომ რომ ეს კინოსურათი არა საკულტო ფილმის რიმეიქი, არამედ 80-იანი წლების კინოკლასიკის სიკველია. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ორიგინალი დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა და იმ პერიოდის რეიტინგებში ამ ფრენჩაიზის ადგილი საგრძნობლად ჩამორჩებოდა „რობოკოპისა“ და „ტერმინატორის“ პოზიციებს.
რისკმა არ გაამართლა – ფილმმა სრული ფიასკო ამერიკულ კინოგაქირავებაში და პირველ „უიქენდზე“ მხოლოდ 30 მილიონი დოლარი დააგროვა. და ეს მაშინ, როდესაც ფილმის ბიუჯეტი 155 მილიონი დოლარია. ეს შედეგი ნამდვილად სამწუხაროა, იმიტომ რომ ასეთმა გამოცდილებამ, შესაძლოა, პროდიუსერებს ექსპერიმენტებზე ხელი ააღებინოს. წარუმატებლობის ერთ-ერთი აშკარა მიზეზი ისაა, რომ ახალგაზრდობამ უბრალოდ უგულებელყო ეს ფილმი (სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 25 წლამდე მაყურებლები ბილეთის მყიდველთა რაოდენობის 14 %-ს შეადგენენ).
სამაგიეროდ, კრიტიკოსების კეთილგანწყობა დაიმსახურა. ვებგვერდზე Imdb ფილმის რეიტინგი 8,5/10-ით განისაზღვრა, რაც საკმაოდ მაღალი შეფასებაა.
„ძველი ფილმის“ მოყვარულთა შორის (რომლებმაც არ იცოდნენ, შებილწავდნენ თუ არა მათთვის ძვირფას სიწმინდეს) ახალი „მორბენალი“ უბრალოდ აღფრთოვანებას იწვევს.
8. «სამართლიანობის ლიგა» (2017)
რეჟისორები: ზაკ სნეიდერი, ჯონ უიდონი
როლებში: ბენ აფლეკი, გალ გადოტი, ჯეისონ მომოა, რობინ რაიტი, ემბერ ჰერდი, ემი ადამსი
რატომ ღირს ლოდინი? ბევრი ადამიანი აძაგებდა ზაკ სნაიდერის წინა ფილმს სახელწოდებით „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ“. იმის გამო, რომ ეს უბრალოდ სცენების ნაკრები აღმოჩნდა, რომელსაც სუსტი კულმინაცია აქვს. ზოგიერთი იცავდა კიდეც ამ ფილმს და ამბობდა, რომ ეს სცენები ძალიან კარგად იყო გადაღებული, აფლეკმა კი, ფანების უმრავლესობის აზრით, გოთემის რაინდის საუკეთესო სახე შექმნა. ფილმმა „ქალი საოცრება“ სტუდია DC გადაარჩინა, ასე რომ ახლა მათ წარმატების განმტკიცება მართებთ.
9. მკვლელობა აღმოსავლეთის ექპრესში
რეჟისორი: კენეტ ბრენა
როლებში: ჯონი დეპი, დეიზი რიდლი, მიშელ პფაიფერი, კენეტ ბრენა, უილემ დეფო, პენელოპა კრუსი
რატომ უნდა ველოდოთ? ბევრს ახსოვს 90-იანი წლების მშვენიერი სერიალი ლეგენდარულ დეტექტივ პუაროს შესახებ, რომელიც დევიდ სუშემ განასახიერა. მაგრამ თაობა შეიცვალა და ახალ მაყურებლებს ახალი დეტექტივი სჭირდებათ. სიუჟეტური საფუძველი არსებობს, ამიტომ ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ სცენარი „ჩაფლავდება“. ამას გარდა, საინტერესოა ჯონი დეპის პერსფორმანსიც, რომელიც ამ ფილმში მომაბეზრებლად აღარ იგრიხება
10. დედა!
რეჟისორი: დარენ არონოფსკი
როლებში: ჯენიფერ ლოურენსი, ხავიერ ბარდემი, ედ ჰარისი, მიშელ პფაიფერი
ასეთ ფილმებს ნამდვილად არ იღებენ იმისთვის, რათა მასზე დახარჯული თანხა პირველივე უქმეებზე „ამოიღონ“. რა თქმა უნდა, ხავიერ ბარდემსა და ჯენიფერ ლოურენსს თაყვანისმცემლების მოზიდვა შეუძლიათ, მაგრამ ეს ფილმი ნამდვილად არ არის შექმნილი „კაჭკაჭჯაფარას“ ფანებისათვის. ესაა ჭკვიანური, არაერთგვაროვანი, „ორმაგი აზრის“ მქონე კინოსურათი, რომელიც „თავს ვერ გამოისყიდის“, მაგრამ ნამდვილად შეიძენს ერთგულ ფანებს.
ბონუსის სახით იხილეთ აზერბაიჯანელი მწერლის, სცენარისტისა და ბლოგერის, ისმაილ იმანოვის