პუტინის ბრძანებულებით, რუსეთი დონეცკის და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დოკუმენტებს აღიარებს
გაზიარება
გაზიარება
დღეიდან რუსეთი თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მიერ გაცემულ პასპორტებს და სხვა დოკუმენტებს აღიარებს. ამის შესახებ ნათქვამის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 18 თებერვალს გამოქვეყნებულ ბრძანებულებაში.
მის ტექსტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაცია აღიარებს პირადობის, განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს, დაბადების მიწმობებს, ავტომობილების რეგისტრაციის და სხვა დოკუმენტებს, რომლებიც გაცემულია „დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეული რაიონების ტერიტორიაზე ფაქტობრივად მოქმედი ორგანოების მიერ“.
პუტინის გადაწყვეტილებით, დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ მიერ გაცემული დოკუმენტებით რუსეთის საზღვრის უვიზოდ გადაკვეთა იქნება შესაძლებელი.