პრორუსი საველე მეთაური „გივი“ დონეცკში აფეთქების შედეგად დაიღუპა
გაზიარება
გაზიარება
თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ცნობილი საველე მეთაური, ბატალიონ „სომალის“ მეთაური, მიხაილ ტოლსტიხი, მეტსახელად „გივი“, დონეცკში დილის 8 საათზე დაიღუპა.
„გივის“ დაღუპვა დაადასტურეს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა. რუსული სააგენტოების ცნობით, საველე მეთაური ტერაქტის შედეგად დაიღუპა – საკუთარ კაბინეტში ააფეთქეს.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება ტერაქტში უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს.
„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მეორე ცნობილი საველე მეთაური, არსენ პავლოვი, მეტსახელად „მოტოროლა“, დონეცკში გასულ წელს მოკლეს – საკუთარი სახლის ლიფტში ააფეთქეს.
„მოტოროლა“ და „გივი“ 2014 წლიდან უკრაინის აღმოსავლეთში უკრაინის სამთავრობო ჯარის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში აქტიურად მონაწილეობდნენ.