The Guardian წერს, რომ ნორვეგია სერიოზულად ფიქრობს თავისი საზღვრების კორექტირებაზე. საუბარია ჰალტის მთათა მასივზე, რომელზეც ორ ქვეყანას შორის საზღვარი გადის. მასივის დიდი ნაწილი ფინეთის ტერიტორიაზე გადის, თუმცა მისი ყველაზე მაღალი მწვერვალი – 1365 სიმაღლის პიკი, ნორვეგიის საზღვრებშია მოქცეული. სწორედ ამ მთის ჩუქებას აპირებენ ნორვეგიელები მეზობლებისთვის.
იმისთვის, რომ კეთილ მეზობლებს საჩუქარი გაუკეთონ, ნორვეგიელებს საზღვრის 40 მეტრით გადაწევა მოუწევთ. ასეთ შემთხვევაში, ნორვეგია თავისი ტერიტორიის 0, 015 კვ.კმ-ს დაკარგავს. თუ ოსლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მთა ფინეთის უმაღლეს მწვერვალად იქცევა. ფინეთისთვის ამგვარი საჩუქრის გაკეთების ინიციატივა 2015 წელს ფეისბუკზე გაჩნდა და მას ნორვეგიელების უმრავლესობა მხარს უჭერს.