მსჯავრდებულ აზერბაიჯანელ ბლოგერს მძიმედ ავადმყოფი დედის მონახულების უფლებას არ აძლევენ
გაზიარება
გაზიარება
ორი წლით მსჯავრდებულ ოპოზიციონერ ბლოგერს მეჰმან გუსეინოვს მძიმედ ავადმყოფი დედის რეანიმაციაში მონახულების უფლებას არ აძლევენ.
2017 წელს მეჰმან გუსეინოვს, პოლიციის მისამართით ცილისწამების გამო, ორი წლით პატიმრობა მიესაჯა. მასზე საჩივარი ნასიმისნკის რაიონის პოლიციის სამმართველოს უფროსმა მუსა მუსაევმა შეიტანა მას შემდეგ, რაც ბლოგერმა განაცხადა, რომ წინა დაკავების დროს ამ სამმართველოს თანამშრომლების მხრიდან ის წამებას ექვემდებარებოდა.
დაახლოებით 10 დღის წინ მეჰმან ფირანგიზ გუსეინოვის დედა მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში მოხვდა და ახლა კომაში იმყოფება. მეჰმან შაჰლი გუმბატოვას ადვოკატის თქმით, ასეთ შემთხვევებში, კანონი მის ვაჟს უფლებას აძლევს, რომ რამდენიმე ხნით ციხე დატოვოს და დედა მოინახულოს. მაგრამ იუსტიციის სამინისტრო მათ მიერ შეტანილ თხოვნაზე პასუხს აყოვნებს.
„წესების მიხედვით, ამგვარ თხოვნას შვიდი დღის განმავლობაში განიხილავენ. მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში, როდესაც უახლოესი ნათესავის სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე არსებობს, სათხოვარი უმოკლეს ვადებში უნდა განიხილონ“, – ამბობს ადვოკატი.
როგორც ბი-ბი-სი იუწყება, იუსტიციის სამინისტროში მას უთხრეს, რომ „თხოვნა განხილული იქნება, და მას კანონის შესაბამისად უპასუხებენ.“ მაგრამ გაურკვეველია, იცოცხლებს თუ არა მანამდე მეჰმან გუსეინოვის დედა. Facebook-ზე სულ უფრო მეტი ადამიანი მოითხოვს, რომ პატიმარს დედის მონახულების ნება დართონ.
კომენტარები:
„მე აქ იმაზე არ ვიმსჯელებ, კანონიერად დააპატიმრეს ის თუ არა, რადგან ისედაც ვიცით, ჩვენთან „კანონები“ როგორ მუშაობს. მაგრამ, ჩემი აზრით, აქ საქმე სახალხო ღირსებას ეხება“.
„საცოდავი ბიჭი და დედა. ნუთუ მართლა ვერ ნახავს მას?“
„და რა არის ჩვენს ქვეყანაში კანონიერი? რას მოვესწარით? ასეთ თხოვნაზე უარის თქმა? არაადამიანები არიან“.