ფოტორეპორტაჟი: პარიზში საზეიმოდ აღნიშნეს პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავი
პირველი მსოფლიო ომი 1914-დან 1918 წლამდე გრძელდებოდა. მას 9.7 მილიონი სამხედრო მოსამსახურე და დაახლოებით 10 მილიონი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.
100 წლის წინ, სწორედ ამ დღეს — 1918 წლის 11 ნოემბერს — მხარეებს შორის ზავი დაიდო.
პარიზში ჩასულ სტუმართა შორის არიან — აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯიპ ტაიპ ერდოღანი, – იუწყება BBC.
საზეიმო ცერემონიებზე დასასწრებად პარიზში ასევე ჩავიდნენ – საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონიები ამ დღეს ასევე ტარდება დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში, რომელთა ჯარისკაცებიც პირველ მსოფლიო ომში დაიღუპნენ.