მოლდოვას ავტონომიას რუსეთში უნდა და თან არ უნდა
გაგაუზია – ეს არის ავტონომია მოლდოვაში, რომელსაც აქ ტრადიციულად ბრალს სდებენ სეპარატისტული განწყობების გამო, და რომლის აზრიც 2016 წლის მიწურულს საკმაოდ არსებითი გახდა კიშინიოვისთვის.
მოლდოვაში ნოემბერში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც პრორუსულმა კანდიდატმა იგორ დოდონმა გაიმარჯვა. გაგაუზიის განმსაზღვრელ ნიშნად კი სწორედ რუსეთისკენ მისი განუხრელი ორიენტაცია მიიჩნევა: კულტურაში, გეოპოლიტიკაში, მედიასა და ყოფაში. კვლევების თანახმად, გარე სამყაროს შესახებ ინფორმაციას აქაური მოსახლეობა ძირითადად რუსული მედიიდან იღებს. ასევე, გაგაუზიელების 90 პროცენტი მართლმადიდებელია.
თითქოს აქ აბსოლუტური უმრავლესობით უნდა აერჩიათ სოციალისტები, ქვეყნის ყველაზე პრორუსული პოლიტიკური ძალა, მით უმეტეს, რომ ახალი პრეზიდენტი დოდონი – სწორედ ამ პარტიის წარმომადგენალია.
თუმცა, სწორედ ყველასგან პროპუსულად მიჩნეულმა გაგაუზიამ არ მისცა სოციალისტებს საშუალება, არჩევნებში გამარჯვებული სვლა გაეგრძელებინათ. გაგაუზიის არჩევნების პირველ ტურში სოციალისტების 21 მაჟორიტარი კანდიდატიდან ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ორი მოხვდა.
რას უნდა ელოდეს ახლა მოლდოვა ამ რეგიონისგან?
გაგაუზიის უმაღლესი თანამდებობის პირის – ბაშკანი ირინა ვლახის კომენტარები ტელეარხზე „გრომადსკი“
„ გაგაუზიაში დღეს ექსპორტის 40% ევროკავშირიდან შემოდის. მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა, არა ევროკავშირთან, არამედ რუსეთის მიერ მართულ საბაჟო კავშირთან პარტნიორობას ირჩევს.
საქმე ის არის, რომ ეკონომიკური ფაქტორები საერთოდ არაფერ შუაშია, როდესაც პოლიტიკურ პარტნიორობაზეა ლაპარაკი. არც სამი წლის წინათ გამართულ რეფერენდუმზე გაუკეთებიათ არჩევანი ექსპორტის წყაროს მიხედვით. ჩვენ არჩევანი სულ სხვაა.
ჩვენი კანონმდებლობა, გაგაუზიის განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსის შესახებ, შიდა რეფერენდუმების ჩატარებას ითვალისწინებს, და ეს ძალიან კარგია. ჩვენც გადავწყვიტეთ, რჩევა ხალხისთვის გვეკითხა, და მოსახლეობის 97-მა პროცენტმა გაგაუზიის ევრაზიულ კავშირში შესვლის სურვილი გამოთქვა.
რატომ ვერ ხედავს გაგაუზია საკუთარ ადგილს მოლდოვასა და ევროპაში?
რეფერენდუმზე ერთ-ერთი კითხვა იმას ეხებოდა, რომ თუ მოლდოვა რუმინეთთან გაერთიანებას გადაწყვეტდა – როგორ უნდა მოქცეულიყო გაგაუზია?
მოსახლეობის 97-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მოლდოვა არავის არ უნდა შეუერთდეს და ნეიტრალური, სვერენული სახელმწიფო გახდეს. თუკი მოლდოვა რუმინეთს შეუერთდება – გაგაუზიელები იქ არ იქნებიან.
კონტექსტი
მოკლედ წინა მოვლენების შესახებ
* 2014 წელს გაგაუზიაში ჩატარდა რეფერენდუმი ასეთი კითხვით: “უნდა გაწევრიანდეს თუ არა გაგაუზია საბაჟო კავშირში.“ რეფერენდუმზე გამოტანილი იყო ასევე საკითხი „გაგაუზიის მოსახლეობის მიერ თვითგამორკვევის გადადებული სტატუსის შესახებ“
* ეს რეფერენდუმი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მოლდოვას ხელისუფლების საერთო ორიენტაციას ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ. ოფიციალური კიშინიოვი ცდილობდა, სასამრთლოს ძალით გადედო ამ რეფერენდუმის ჩატარება. მოგვიანებით კი მოლდოვას ხელმძღვანელობამ განაცხდა, რომ გაგაუზიაში გამართულ კენჭისყრას ნებისმიერ შემთხვევაში იურიდიული ძალა არ ექნება.
*1990 წლის აგვისტოში, საბჭოთა კავშირის დაშლიდან მალევე, და კავკასიაში ეთნკურ-ტერიტორიული კონფლიქტების დაწყებისთანავე გაგაუზიამ დამოუკიდებლობა გამოაცხდა. პასუხად, 1990 წლის ოქტომბერში ამ რეგიონის დედაქალაქ კომრატისკენ დაიძრნენ შეიარაღებული მოლდოველი ნაციონალისტი მოხალისეები, რომელთაც სათავეში ედგათ მოლდოვას მაშინდელი პრემიერ-მინისტრი მირჩა დრუკი. მაშინ ძალადობისა და უშუალო დაპირისპირებების თავიდან აცილება მოხერხდა: ორივე მხარემ შეძლო დათმობაზე წასვლა.
*მომდევნო სამი წლის განმავლობაში კიშინიოვის ცენტრალური ხელისუფლება და ადგილობრივი მთავრობა შეთანხმდნენ მოლდოვას შემადგენლობაში რეგიონის განსაკუთრებულ სამართლებრივ სატატუსზე.
*გაგაუზიის მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი – ეთნიკური გაგაუზიელები, თურქულენოვანი ხალხია საკუთარი ისტორიითა და ადათ-წესებით, რომელსაც საბჭოთა დროს საკუთარი ავტონომია არ გააჩნდა.
გამოქვეყნებულია: 08.12.2016