ნოვრუზი რიტუალური კოცონზე გადახტომით, უამრავი კალორიული ტკბილეულითა და ხონჩით აღინიშნება. ხონჩა ჩირით, თხილითა და ტკბილეულით სავსე სინია, რომლის შუაგულში თეფშზე დათესილ და გახარებულ ხორბალს დგამენ. ოდესღაც ამ ჩვეულებას პრაქტიკული მიზანი ჰქონდა – ამოწმებდნენ, ხორბლის როგორი მოსავალი ექნებოდათ, და 20 დღის განმავლობაში მას თეფშზე ახარებდნენ.
ამჟამად ის ნოვრუზის დეკორატიულ ნაწილია და თან კომერციული პროდუქტიც არის; ხორბალს ყველა გამყიდველი დიდი მონდომებით აფორმებს. ქალაქში 1-2დოლარიდან 20 დოლარამდე ღირს,გააჩნია – ზომასა და ფორმას.