მეწაღეები, მკერავები და მესაათეები სომხეთში გადასახადებს აღარ გადაიხდიან
გაზიარება
გაზიარება
„თვითდასაქმებული მოქალაქეებისთვის საგადასახადო შეღავათების შესახებ“ სომხეთის კანონის თნახმად, 23 სახის საქმიანობა გადსახადებისგან თავისუფლედება. 800-მა ადამიანმა უკვე მიიღო ეს უფლება. კანონის მიხედვით გათვალსიწინებულია, რომ გადასახადების გადახდისგან თავისუფლდებიან ის მეწარმეები, რომელთა ბრუნვაც 9 მილიონ დრამს არ აჭარბებს. რეგულაცია 1 იანვრიდან შევიდა ძალაში.
ეს ნიშნავს, რომ მეწაღეები, მკერავები, მესაათეები, უცხო ენის მასწავლებლები, კომპიუტერებისა და სარეცხი მანქანების შემკეთებელი პირები გადასახადებისგან თავისუფლდებიან. ისინი გადასახადს მხოლოდ საქონლის იმპორტის შემთხვევაში გადაიხდიან.
გადაწყვეტილება მიღებულია მცირე ბიზნესის სტიმულირებისა და განვითარების მიზნით. ამიერიდან სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ყურადღების ცენტრში უფრო მსხვილი მეწარმეების საქმიანობა მოექცევა; მათი ვინც ჩრდილში მუშაობს.
გამოცემა Tert.am იტყობინება, რომ 2016 წლის მონაცემებით, სომხეთში დარეგისტრირებულია დაახლოებით 2000 თვითდასაქმებული მოქალაქე, ხოლო მათთვის გაწეული შეღავათის თანხა 400 მილიონ დრამს შეადგენს.